ავტორიზაცია
ავტომატების ქცევის ანალიზი
ავტორი: მარიამი სტეფანიდიანოტაცია:
სამაგისტრო ნაშრომში განხილულია სპეციალური კლასის სასრული სტოქასტური ავტომატების ფუნქციონირება ისეთ სტაციონარულ შემთხვევით გარემოში, რომელიც ავტომატის მოქმედებაზე რეაგირებს საპასუხო რეაქციებით და ეს რეაქციები ავტომატის მიერ აღიქმება როგორც ერთ-ერთი სახის რეაქცია შემდეგი სამი კლასის რეაქციიდან - სასურველი რეაქციების კლასი (მოგება, დაჯილდოება), არასასურველი რეაქციების კლასი (წაგება, დაჯარიმება) და ნეიტრალური რეაქციების კლასი (ინდიფერენტულობა). ასეთ გარემოში გადაწყვეტილია სასრული სტოქასტური ავტომატის ფუნქციონირების აღმწერი მარკოვის ჯაჭვის საკუთრივი მნიშვნელობების ამოცანა; მაწარმოებელ ფუნქციათა მეთოდზე დაყრდნობით შესწავლილია ამ კლასის ავტომატების ქცევა და მოყვანილია ავტომატების შესაძლებელი ასიმპტოტური ქცევის სრული კლასიფიკაცია; შესწავლილია აგრეთვე მათი ქცევა ისეთ შედგენილ გარემოში, რომელიც შედგება სტაციონარული გარემოებისაგან და მათი გადართვა ხორციელდება მარკოვის ჯაჭვის საშუალებით.