ka | en
Company Slogan TODO

წითელ-შავი ხის დაბალანსების ალგორითმები

ავტორი: გიორგი შველიძე
თანაავტორები: ნიკოლოზ გრძელიძე
საკვანძო სიტყვები: მონაცემთა სტრუქტურები, ძებნის ორობითი ხე
ანოტაცია:

ძებნის ორობითი ხეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კომპიუტერულ სისტემებში. მასთან დაკავშირებული ალგორითმების მცირედმა გაუმჯობესებამ შესაძლოა დადებითი გავლენა მოახდინოს სისტემის სწრაფქმედებაზე. წითელ-შავი ხეები გამოყენებულია ოპერაციული სისტემების ბირთვის რეალიზაციაში. ასევე ფართოდ გამოიყენება მაღალი დონის პროგრამირების ენებში, მათ სტანდარტულ ბიბლიოთეკებში მონაცემთა სტრუქტურები რეალიზებულია წითელ-შავი ხის გამოყენებით. სამაგისტრო ნაშრომის კვლევის საგანს წარმოადგენს წითელ-შავი ხის სწრაფი დაბალანსება, რათა ავაჩქაროთ მასში მონაცემების ძებნა. ნაშრომში განხილულია დაბალანსების ორი ალგორითმი და შემუშავებულია მიდგომა, რომლის გამოყენების უპირატესობა დასაბუთებული იქნება ექსპერიმენტულად. სამაგისტრო ნაშრომი წარმოადგენს ნიკოლოზ გრძელიძის ნაშრომის გაგრძელებას. ჩვენი მიზანია მონაცემთა სტრუქტურის შექმნა, რომელიც სწრაფად აიგება და მონაცემთა საკმაოდ დიდი რაოდენობისთვის ეფექტური ძებნის საშუალებას მოგვცემს.


მიმაგრებული ფაილები:

წითელ-შავი ხის დაბალანსების ალგორითმები [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com