ka | en
Company Slogan TODO

ნუკლონ-ნუკლონური გაბნევის შესწავლა COSY ამაჩქარებელზე

ავტორი: ზარა ბაღდასარიანი
საკვანძო სიტყვები: ნუკლონ-ნუკლონური გაბნევები, ანალიზირების უნარი, დიფერანციული კვეთა
ანოტაცია:

ნუკლონ-ნუკლონური ურთიერთქმედების ამპლიტუდების პარციალურ ტალღებად დაშლა. (ე.წ. ფაზური ანალიზი) მნიშვნელოვანი ამოცანაა ფიზიკაში და მოითხოვს ზუსტი ექსპერიმენტული მონაცემების არსებობას გაბნევის კუთხეებისა და ენერგიების ფართო ინტერვალში. SAID მონაცემთა ბაზა დიდი ხნის განმავლობაში ითვლება ამ არეში ყველაზე სანდოდ. ნუკლონ-ნუკლონური გაბნევის მონაცემთა ბაზის «გამდიდრება» არის ANKE-კოლაბორაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. პოლარიზებული ნაკადები და სამიზნეები წარმოადგენენ ექსპერიმენტულ საშუალებას NN-გაბნევის სპინური ეფექტების დასამზერად. 2013 წელს COSY (COoler SYnchrotron) ამაჩქარებელზე ჩატარებულ ექსპერიმენტის განმავლობაში გამოყენებული იქნა პოლარიზებული პროტონული ნაკადი და არაპოლარიზებული წყალბადის და დეიტერიუმის სამიზნეები. პროტონ-პროტონული გაბნევის ანალიზი უკვე შესრულებულია და მიღებული შედეგები გამოქვეყნებულია. მიღებული შედეგები საგრძნობლად განსხვავდება SAID-ის ბოლო გამოქვეყნებული ამონახსნისაგან, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ექსპერიმენტების მნიშვნელობას. ამავდროულად, არსებული ექსპერიმენტული ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს გამოვიკვლიოთ ნაკადის პროტონის დეიტრონში მყოფ კვაზი-თავისუფალ ნეიტრონზე გაბნევა, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ამოცანას SAID pn მონაცემთა ბაზის თითქმის “აუთვისებელი” არის შესწავლისათვის.


მიმაგრებული ფაილები:

Zara [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com