ka | en
Company Slogan TODO

კრიპტოგრაფია თანამედროვე ცხოვრებაში, ვებ–აპლიკაციების უსაფრთხოება

ავტორი: სოფიო ჭანტურიძე
ანოტაცია:

ყველასთვის გასაგებია, თუ რა ადგილი უკავია ინტერნეტს ადამიანთა დღევანდელ ყოფა–ცხოვრებაში. ეს არის მათი კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის, განათლების მიღების, სასურველი ინფორმაციის მოპოვების საუკეთესო საშუალება. დღესდღეისობით თითქმის ყველა სფეროში საჭიროა საპრეზენტაციო თუ ინფორმაციული ვებ გვერდები, რათა საზოგადოებისთვის შესაძლებელი იყოს მარტივად მიიღონ ინფორმაცია, მათ მოღვაწეობასა და საქმიანობაზე. ასევე აღსანიშნავია თუ როგორ იზრდება სოციალური ქსელების, პორტალების(რომლებიც ინახავენ მომხმარებელთა პირად ინფორმაციას) მოხმარება ყოველდღიურად. ადამიანთა სამსახურეობრივი საქმიანობაც კი დიდწილად დამოკიდებული გახდა კომპიუტერსა და ინტერნეტზე. ორგანიზაციები აქტიურად იყენებენ შიდა ონლაინ სისტემებს თანამშრომელთა კომუნიკაციისთვის, დოკუმენტბრუნვისთვის, დავალებების განაწილებისთვის და ა.შ. ამით იზოგება დრო, ასევე ინფორმაცია ყოველი აქტიურობის შესახებ ინახება, განსაკუთრებით აქტუალურია ეს თემა პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელ კომპანიებში. ამ ყოველივე ზემოაღნიშნლმა დაგვანახა რომ, ინფორმაციული ტექნოლოგიები სულ უფრო და უფრო ითხოვენ განვითარებას, შესაბამისად საკითხი დგება ინფორმაციის დაცვის მექანიზმების შემუშავებაზე. ჩემი მიზანია, ამ ნაშრომში ავსახო ის დეტალები, შეცდომების ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება დაუშვას და ყურადღება არ მიაქციოს პროგრამისტმა ვებ აპლიკაციის შექმნის დროს. მოვახდინო მათი ანალიზი, განვიხილო საფრთხის არსებობის მიზეზები და პრობლემის გადაწყვეტის გზები, რა სახის შეტევები არსებობს და როგორ შეიძლება დაგვაზარალოს მან. კრიფტოგრაფიის ამ კუთხით გამოყენება თავიდან აგვაცილებს მოულოდნელობებს და ინფორმაციის სხვა პირზე შესაძლო წვდომას. ვაჩვენებთ, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება მას აპლიკაცისთან წვდომის შეზღუდვაში, ინფორმაციის გადაცემაში, შენახვაში. გარე პირს(თავდამსხმელს) შეუძლია: შეცვალოს საიტის კონტენტი ჩააშენოს spam–ლინკები და გადაამისამართოს მოხმმარებელი სხვა საიტზე. ჩააშენოს საფრთხის შემცველი კოდი, რომელის ინსტალირდება ვიზიტორის კომპიუტერში. ჩააშენოს კოდი, რომელიც მოიპარავს მომხმარებლის მიმდინარე სესიის იდენტიფიკატორს (მომხმარებლის სახელი, პაროლი). მოიპაროს ვიზიტორის პირადი ინფორმაცია მოიპაროს მომხმარებლის ანგარიშის შესახებ ინფორმაცია მოიპაროს მონაცემთა ბაზაში შენახული ინფორმაცია მიწვდეს საიდუმლო ინფორმაციას და ბევრი სხვა...



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com