ka | en
Company Slogan TODO

პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურის შერჩევის პრინციპები

ავტორი: მარიამ მერებაშვილი
ანოტაცია:

ნაშრომში განხილულია პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პროცესში არქიტექტურის სწორად შერჩევის როლი და მნიშვნელობა, აგრეთვე ის ძირითადი საფრთხეები და პრობლემები, რომლებიც პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურის არასწორმა პროექტირებამ შეიძლება გამოიწვიოს. ნაჩვენებია არქიტექტურის შექმნის მიზნები, განვითარების პერსპექტივები და ჩამოყალიბებულია პროექტირების ძირითადი პრინციპები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია ხარისხიანი პროგრამული უზრუნველყოფის შესამუშავებლად. წარმოდგენილია ძირითადი ატქიტექტურული სტილები და მათი გამოყენების უპირატესობები და ნაკლოვანებები. კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე, ნებისმიერი დარგისა თუ საწარმოს წარმატებული ფუნქციონირებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს , მათთვის ხარისხიანი, მოხერხებული, საიმედო და უსაფრთხო პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას. ეკონომიკის განვითარებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საბანკო სექტორი, რომელთა წარმატებული ფუნციონირება წარმოუდგენელია ხარისხიანი პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე. ნაშრომში განხილულია კლიენტის პროფაილის (საბანკო პროგრამის) არქიტექტურის შერჩევის მეთოდები პროგრამული არქიტექტურის პროექტირების ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით და შერჩეული არქიტექტურის ძირითადი უპირატესობები. ნაჩვენებია, პროგრამული უზრუნველყოფის სწორად შერჩეული არქიტექტურის მეშვეობით რამდენად მარტივდება და იზრდება კლიენტის მომსახურების სისწრაფე, შესაბამისად იზრდება მწარმოებლურობა და მცირდება მომსახურების დანახარჯები.


მიმაგრებული ფაილები:

პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურის შერჩევის პრინციპები [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com