ავტორიზაცია
ავტომატური შეტყობინების სისტემა
ავტორი: გაგა გოგოლაურიანოტაცია:
ნაშრომში განხილულია ავტომატური შეტყობინების სისტემების არსი, მათი გამოყენების სფეროები და რეალიზაციის ტექნოლოგიები. უმთავრესი ყურადღება გამახვილებულია ავტომატური შეტყობინების სისტემის ერთერთ სახეზე Email-ზე. მის მთავარ უპირატესობებს წარმოადგენს: ადამიანების კომუნიკაციის სიმარტივე, როგორც ოფისის შიგნით ასევე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში; შეტყობინებების სწრაფი გადაგზავნის შესაძლებლობა; კლიენტების დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემის სიმარტივე და სისწრაფე; დაბალი ღირებულება (რომელიც გულისხმობს ინტერნეტთან დაკავშირებულობას); გამოყენების სიმარტივე; სხვადასხვა ფორმატის ფაილების (მაგალითდ, როგორიცაა, სურათები, ვიდეო- და აუდიო- ფაილები, მონაცემთა ბაზები და ა.შ.); დროის დაზოგვა, აუცილებელობას არ წარმოადგენს ძვირადღირებული დროის ხარჯვა ოფისში სასიარულოდ; იზოგება ქაღალდის და პრინტერის ხარჯები. ასეთი შეტყობინების სისტემები გამოიყენება ბანკებში, ორგანიზაციებში, საავადმყოფოებში, საწარმოებში, სახელმწიფო დაწესებულებებში, ონლაინ მაღაზიებში და ა.შ. მისი რეალიზაციისათვის უმთავრესად გამოიყენება სხვადასხვა პროგრამული ენები (მაგალითად, .Net, PHP, Phyton). ნაშრომში აღწერილია ავტომატური შეტყობინების სისტემის ერთერთი სახის (Email) შექმნის ინსტრუმენტები და მოცემულია მისი რეალიზაცია პროგრამული კოდის სახით. აღნიშნული ძრავი იძლევა ელექტრონული ფოსტის გაგზავნის შესაძლებლობას. ის არის ღია (Open Source) გამოყენებისთვის და ნებისმიერს შეუძლია მისი გამოყენება და, აუცილებლობის შემთხვევაში, საკუთარი მოთხოვნილების შესაბამისად ცვლილებების შეტანა მასში. ნაშრომში განხილულია ელექტრონული ფოსტის გამოყენების არქიტექტურა და მისი ოთხი სცენარი. მომხმარებლის აგენტი (UA), სერვისები, რომელსაც ის გვთავაზობს და მომხმარებლის აგენტის ორ ტიპი. შეტყობინების გაგზავნის აგენტი (MTA) და შეტყობინების წვდომის აგენტი (MAA). MIME, როგორც ფუნქციების ნაკრები, რომელიც გარდაქმნის non-ASCII მონაცამებს ASCII მონაცემებად. განხილულია ელექტრონული ფოსტის გაგზავნის და მიღების მექანიზმი, მისი გადაცემის ფაზები. განმარტებულია web- შეტყობინების სისტემის ორი შემთხვევა და ელექტრონული ფოსტის უსაფრთხოება.
მიმაგრებული ფაილები:
ავტომატური შეტყობინების სისტემა.pdf [ka]ავტომატური შეტყობინების სისტემა [ka]