ka | en
Company Slogan TODO

HRV ანალიზის გამოყენება გონებრივი ძალისხმევის და სხვა HCI კონპონენტების დასადგენად.

ავტორი: თამარი ივანიძე
საკვანძო სიტყვები: ადამიან-კომპიუტერის ურთიერთობა, გულისცემის ცვალებადობა, გონებრივი ძალისხმევა
ანოტაცია:

ადამინ -კომპიუტერის ურთიერთობის(HCI) მრავალი ასპექტის შესწავლა დღითიდღე უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ხდება. ერთე-ერთ ასეთ საკითხს წარმოადგენს, სხვადასხვა შემოთავაზებული პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხი: მისი გამოყენებითობა , მოქნილობა და სიმარტივე კომპიუტერის მომხმარებლებისათვის. დღეისათვის მიმდინარეობს უამრავი კვლევა , რომელთა მიზანია შეიქმნას მოდელი თუ როგორ უნდა მოხდეს სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის, შესწავლა და შესაბამისად შეფასება. სისტემათა უმრავლესობას, რომელიც ახდენს ერგონომიკის პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებას, გააჩნიათ ეფექტიანობის უამრავი საზომი, მაგრამ მათგან მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობა იყენებს გონებრივ ძალისხმევას(Mental Effort) . ზოგადი განმარტების თანახმად გამოყენებადობა წარმოადგენ, პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის განზომილებას. უფრო ნათლად თუ განვსაზღვრავთ : უკეთესი ხარისხი ნიშნავს ნაკლები ძალისხმევის გამოყენებას, კონკრეტული პროგრამული უზრუნვეყოფისათვის. სწორედ ამიტომ ნაშრომში მოვახდენთ დემონსტრირებას თუ , როგორ შეიძლება დავადგინოთ პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხი გონებრივი ძალისხმევის ცვლილებათა შესწავლით. გონებრივი ძალისხმევის სიმძალავრის გამოთვლა არც ისე მარტივია და მოითხოვს HCI სხვა მრავალი პარამეტრის ცოდნას, თუმცა ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიჩნეულია HRV(Heart Rate Variability) გულისცემის ცვალებადობა. ეს მეთოდი წარმოადგენს საიმედო საფუძველს რათა უფრო ღრმად შევისწავლოთ ადამინ -კომპიუტერის ურთიერთობა. ამ მეთოდის განსახორცილებლად გამოყენებულ იქნა პროგრამული უზრუნველყოფა „INTERFACE“. პროგრამის ძირითად უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ მას შეუძლია ონლაინ რეჟიმში დაადგინოს (მოახდინოს ჩაწერა), მომხმარებლის მენტალური ძალისხმევა, მისი გულისცემის ცვალებადობის (HRV) გამოყენებით. ნაშრომში მიმოვიხილავთ, როგორც ამ პროგრამული უზრუნველყოფის შესაძლებლობებს ასევე განხილული ექსპერიმენტის საშუალებით გამოვკვეთავთ შესაძლო ხარვეზებსა და ნაკლოვანებებს სხვა მსგავს სისტემებთან შედარებით.


მიმაგრებული ფაილები:

HRV ანალიზის გამოყენება გონებრივი ძალისხმევის და სხვა HCI კონპონენტების დასადგენად. [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com