ka | en
Company Slogan TODO

ონლაინ განმარტებითი ლექსიკონი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში

ავტორი: გიგა ჩალაური
თანაავტორები: თამარ კაპანაძე, თათია კოპალიანი, ლაშა კახიძე, გიორგი გელაშვილი
საკვანძო სიტყვები: განმარტებითი ლექსიკონი, ინფორმაციული ტექნოლოგიები
ანოტაცია:

პროექტში წარმოდგენილია On-line განმარტებითი ლექსიკონი, რომელიც მიზნად ისახავს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ზოგადი განათლების გაუმჯობესებას. პროექტის მიზანია ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ყველაზე ხშირად გამოყენებადი ბრძანებების მნიშვნელობები ნებისმიერი მსურველისთვის იყოს მარტივად გასაგები და ხელმისაწვდომი. ლექსიკონის მეშვეობით შესაძლებელი იქნება მივიღოთ პრაქტიკული და თეორიული ცოდნა ამა თუ იმ ტექნიკური საკითხის შესახებ. სისტემა არის მარტივი აღსაქმელი და გამოსაყენებელი ნებისმიერი ტიპის მომხმარებლისთვის. მომხმარებელს შეუძლია მოძებნოს ნებისმიერი ტექნიკური ტერმინის განმარტება, როგორც ინგლისურ ისე ქართულ ენებზე, ასევე მას შეუძლია იხილოს ტერმინის შესაბამისი ვიდეო და „სქრინშოტები“. ვიდეოში აღწერიალია რაში და როგორ გამოიყენება „სიტყვა-ბრძანება“, რომელი წარმოადგენს მომხმარებლის ინტერესს. სისტემა ხასიათდება ევოლუციურობით, კოდი არის ისე სტრუქტურირებული, რომ ადვილი შესაძლებელია მასში ცვლილებების შეტანა და ახალი ფუნქციონალების დამატება, მდგრადია შესაძლებელი ცვლილებებისადმი.


მიმაგრებული ფაილები:

ონლაინ განმარტებითი ლექსიკონი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com