ka | en
Company Slogan TODO

კომპიუტერული სოციოლოგია web დიზაინში

ავტორი: მაია მუმლაძე
ანოტაცია:

ნაშრომი წარმოადგეს კვლევის ანგარიშს, კომპიუტერული სოციოლოგია web დიზაინში. კვლევის საგანი ეხება სწორად შერჩეულ ვებ დიზაინს და შემოთავაზებულია რეკომენდაციები უკეთესი დიზაინის შემუშავებისათვის, რათა გაიზარდოს საიტის გამოყენება ინტერნეტ სივრცეში. ინტერნეტ მომხმარებელთა გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ვებ გვერდებისათვის სწორად შერჩეული ვებ დიზაინი აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ვებ დიზაინს აქვს გავლენა ადამიანი-კომპიუტერულ ურთიერთქმედებაში. მისი დიზაინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხვადასხვა ვებ გვერდების გამოყენებაში. მნიშვნელოვანია ამ კუთხით მოხდეს პროგრამისტების განვითარება, რათა ფეხი აუწყონ თანამედროვე სტანდარტესა/ მოთხოვნებს. ნაშრომი დეტალურად აღწერს ინტერნეტ მომხმარებელთა კვლევის შედეგებს. მასში მოცემულია კვლევის მიზნები და ამოცანები. რაოდენობრივი კვლევის მეთოდოლოგია, აღწერილია კვლევის ეტაპები: პრობლემის იდენტიფიცირება, პრობლემის გამომწვევი მიზეზების ძიება, ინტერვენციების დაგეგმვა/განხორციელება, ინეტრვენციების შეფასება. აქ განხილულია კომპიუტერული სოციოლოგიის პრინციპები. მოცემულია კვლევის მეთოდოლოგია, კვლევის დიზაინი. აგრეთვე მოიცავს ინფორმაციას, კვლევის ეტაპებსა და ძირითად შედეგებზე, ასევე პრობლემის იდენტიფიცირებას. განხილულია კვლევის შედეგად გაკეთებული დასკვნები და რეკომენდაციები. კვლევამ აჩვენა, რომ ვებ გვერდების მომხარებელთა ზრდა შეუძლებელია ვებ დიზაინის გაუმჯობესების გარეშე, რომელიც სტრუქტურირებულს და ორგანიზებულს გახდის მომხმარებელთათვის. ვებ დიზაინერი მუდმივად უნდა ზრუნავდეს ვებ დიზაინის გაუმჯობესება/დახვეწაზე ინტერნეტ სივრცეში. ასევე მნიშვნელოვანია ითვალისწინებდეს ეპოქის/დროის მოთხოვნებს და თანამშრომლობდეს ინტერნეტ სივრცის მომხმარებელთან. მნიშვნელოვანია კომპანიების ადმინასტრაციის ჩართულობა ამ პროცესში და მონიტორინგის განხორციელება ინტერნეტ სივრცეში. კვლევაში აღწერილია ის სტრატეგიები, რომელთა გათვალისწინება/გამოყენება ეფექტურად მივიჩნიე პრობლემის გადასაჭრელად. პრობლემის კვლევისა და ინტერვენციის ანალიზმა მოგვცა საშუალება შემემუშავებინა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც პროგრამისტს ხელს შეუწყობს ვებ გვერედის მომხმარებელთა ზრდის უზრუნველყოფაში.


მიმაგრებული ფაილები:

კომპიუტერული სოცილოგია web დიზაინში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com