ავტორიზაცია
ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიზი უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში(ანალიზის მეთოდების შერჩევა)
ავტორი: მარინა მერებაშვილიანოტაცია:
ანოტაცია დღევანდელ დღეს ინფორმაციული სისტემა გახდა აუცილებელი კომპონენტი უნივერსიტეტის საქმიანობის ყველა სფეროსა და დონეზე: მართვაში, შესრულებაში, სწავლებაში. .უმაღლესი სასწავლებლის ავტომატიზებული სისტემის ძირითადი მიზანია როგორც მართვის ეფექტურობის, განათლების, სამეცნიერი საქმიანობისა და მომსახურების მიწოდების ხარისხის გაზრდა, ასევე არაგონივრული გადაწყვეტილების მიღების რისკისა არასაჭირო ხარჯების თავიდან აცილებისათვის. უმაღლესი სასწავლებელი არის ორგანიზაციული სტრუქტურა, სადაც პროცესების ცვალებადობის უწყვეტი რეჟიმია. ამის გამო პროგრამები საჭიროებენ მუდმივ განახლებას. ინფორმაციული სისტემა ავტომატიზებას უკეთებს უმაღლესი სასწავლებლის ინოვაციურ საქმიანობას – რაც უფრო მეტი სფეროს ავტომატიზება ხდება, მით უფრო რთულდება ინფორმაციული სისტემის მოდიფიცირება, განვითარება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მაღალი ტექნოლოგიების სფეროში დანაშაულების ზრდამ განაპირობა მოთხოვნები სასწავლო დაწესებულების გამოთვლითი ქსელების რესურსების დაცვის კუთხით. აქტუალური გახდა საკუთარი უსაფრთხოების სისტემის შექმნის აუცილებლობა, რაც გულისხმობს სამართლებრივ-ნორმატიული ბაზის არსებობას, უსაფრთხოების კონცეფციის ფორმირებას, სპეციალური ღონისძიებების შემუშავებას, უსაფრთხოების მიზნით პროცედურების დაგეგმვას, პროექტირებას, ინფორმაციის დასაცავი ტექნიკური საშუალებების რეალიზებას. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სისტემური კომპონტები განსაზღვრავს უნივერსიტეში ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის ერთიან პოლიტიკას. საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფორმაციის დაცვის სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ უმაღლესი სასწავლებებლი საჯარო დაწესებულებაა მუდმივად ცვალებადი აუდიტორიითა და „დამწყები კიბერ კრიმინალების“ აქტიური ზრდით. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შესწავლილი და დადგენილი ის სტანდარტები, რომლებიც სრულად უზრუნველყოფს ინფორმაციის უსაფრთხოებას. ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხები სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება თითქმის ყველა თანამედროვე ორგანიზაციისთვის. ამის გამო, ორგანიზაციები ხშირად ქირაობენ სპეციალურ კომპანიებს/სპეციალისტებს თავიანთი ორგანიზაციების უსაფრთხოების შემოწმების მიზნით. გარკვეული ტიპის დაწესებულებებს, მაგალითად სააქციო საზოგადოებებს, ხშირ შემთხვევაში, მთელი რიგი განყოფილებები აქვთ დაკომპლექტებული პროფესიონალებით, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოების ნორმების, ჩარჩოების გამართვას და მათ სრულფასოვან ფუნქციონირებას. დღეისათვის ეს სფერო ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა და საგრძნობი პოპულარობით განსაკუთრებით დიდ ორგანიზაციებში სარგებლობს. ნაშრომის პირველ თავში განხილულია ინფორმაციული სისტემის სტრუქტურა და მისი უსაფრთხოება, სისტემის მოდულები, ინფრასტრუქტურის სქემა. მეორე და მესამე თავში საუბარია ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნებზე, მათ ძირითად წყაროებზე და ორგანიზაციაში ინფორმაციული უსაფრთხოების რისკებზე. რაც შეეხება მეოთხე თავს, იქ განხილულია ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა და მენეჯმენტის როლი და პასუხისმგებლობა. მეხუთე და მეექვსე თავებში ჩამოყალიბებულია ინფორმაციული უსაფრთხოების შეფასების მიზანი, შეფასების მაჩვენებლები და გადაწყვეტილების კრიტერიუმები, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ეფექტიანობის საზომები.მეშვიდე თავში საუბარია მონაცემების ანალიზზე და შეფასების შედეგებზე. და ბოლოს, ნაშრომში ჩამოყალიბებულია ის მარტივი მეთოდი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია უნივერსიტეტში ინფორმაციული უსაფრთხოების შეფასება.
მიმაგრებული ფაილები:
ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიზი უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში(ანალიზის მეთოდების შერჩევა) [ka]