ავტორიზაცია
საქართველოს სპელეოლოგიური რესურსები
ავტორი: ლაშა ასანიძეთანაავტორები: ლაშა ასანიძე
საკვანძო სიტყვები: სპელეოლოგია, გეომორფოლოგია
ანოტაცია:
საქართველოს ტერიტორია გამორჩეულია კარსტულ მღვიმეთა სიმრავლით და მათი მრავალფეროვნებით. კარსტვადი ქანები (წყალში ადვილად ხსნადი ქანები-ძირითადად კირქვები) რომლებშიც მღვიმე-უფსკრულები ყალიბდება, საქართველოს მთელი ტერიტორიის თითქმის 7%-ს მოიცავს. საქართველოს კარსტულ მღვიმეებში ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა-შეფასებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მათი შემდგომი ტურისტული ათვისების თვალსაზრისით და ასევე სამკურნალო დანიშნულების მიზნით. მოგეხსენებათ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კარსტული მღვიმეები გამოიყენებენა ბრონქიალური დაავადებების სამკურნალოდ. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია კარსტული წყლების სრულფასოვანი კვლევა, რაც გულისხმობს როგორც მარაგისა და დებიტის განსაზღვრას, ასევე ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლას, რამეთუ საქართველოს კარსტი მნიშვნელოვან ჰიდრორესურსებს შეიცავს და თუ გავითვალისწინებთ მომავალში მტკნარ წყალზე მოთხოვნილების პროგნოზირებულ ზრდას, მათი სრულფასოვანი კვლევა სახელმწიფოებრივ საქმეს წარმოადგენს.