ka | en
Company Slogan TODO

ფლავონოიდები და მათი სასარგებლო თვისებები

ავტორი: თამარ ქარსელაძე
საკვანძო სიტყვები: ფლავონოიდები, ანტიოქსიდანტები, ანტიმუტაგენური, ანტიალერგიული
ანოტაცია:

ფლავონოიდები და მათი სასარგებლო თვისებები ფლავონოიდები და მისი მსგავსი ფენოლური ნაერთები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის კვების რაციონში. ფლავონოიდები წარმოადგენენ ძლიერ ანტიოქსიდანტებს და ხასიათდებიან ცირკულაციაში მყოფი რეაქტიული ჟანგბადისა და აზოტის შებოჭვის უნარით. ფლავონოიდები ძირითადად წარმოდგენილია ხილში, ბოსტნეულში და ისეთ სასმელებში როგორიცაა ღვინო, ჩაი, კაკაო, ხილის წვენი და ა.შ. ფლავონოიდებს უწოდებენ “ნატურალურ ბიოლოგიური რეაქციის მოდიფიკატორებს” მათი უნარის გამო შეცვალონ ადამიანის ორგანიზმის რეაქცია სხვა ნაერთებზე, როგორიცაა ალერგენი, ვირუსები და კარცინოგენები. ამაზე მეტყველებს მათი ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ანტისიმსივური, ანტიმუტაგენური თვისებები. ფლავონოიდებს შეუძლიათ დადებითად იმოქმედონ ჯამრთელობაზე, ამდენად შეიძლება განიხილებოდეს როგორც შესაძლო ქიმიოპროფილაქტიკური ან თერაპიული აგენტი კიბოს საწინააღმდეგოდ ბრძოლისთვის. დღეისათვის შეისწავლება პერსპექტივები ფლავონოიდების გამოყენებისა ათეროსკლეროზისა და ათერო თრომბოზის დაავადებათა პროფილაქტიკისათვის. არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ფლავონოიდების ანტიათეროგენული ეფექტი წარმოადგენს შედეგს მათი უნარისა მოახდინონ მიელოპეროქსიდაზას ინჰიბირება, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ათეროგენეზში. მეცნიერებმა დაამტკიცეს რომ ფლავონოიდებს როგორც ჯგუფს აქვთ საკმაოდ მაღალი ანტივირუსული აქტიურობა, ანელებს რა ვირუსების რეპროდუქციას და აქტიურობას. უკანასკნელი ლიტერატურული მონაცემების მიხედვით, ფლავონოიდები თავის ტვინში ნეიროპროტექტორული მოქმედების ფართო სპექტრს ავლენენ. ისინი ეფექტურად იცავენ ნეირონებს ტოქსინებით გამოწვეული დაზიანებებისაგან, თრგუნავენ ტვინში მიმდინარე ანთებით პროცესებს და დადებითად მოქმედებენ მეხსიერებისა და დასწავლის ზოგად კოგნიტურ ფუნქციებზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com