ავტორიზაცია
მონაცემთა ჰიბრიდული სტურქტურები
ავტორი: ნიკოლოზ გრძელიძესაკვანძო სიტყვები: RBT, DSW, წითელ-შავი, ჰიბრიდული
ანოტაცია:
მოხსენება ეთმობა ჰიბრიდულ მონაცემთა სტრუქტურებს, რაც გულისხმობს ორი ან მეტი დაბალანსებული ძებნის ორობითი ხის ოპერაციების გაერთიანებას პროგრამული კოდის უმნიშვნელო გაზრდის პირობებში. მოხსენებაში განხილული იქნება ჰიბრიდული მონაცემთა სტრუქტურის წარმოდგენის ახლებური ხედვა, კერძოდ, AVL ის ჩანაცვლება ორობითი ხის ბალანსირების სხვა ეფექტური საშუალებებით(DSW). აგრეთვე წარმოდგენილი იქნება ახლებური მიდგომის უპირატესობები. მონაცემთა ჰიბრიდული სტრუქტურისათვის შემუშავებულია კვანძის საერთო სტრუქტურა, რომელიც უფრო მოქნილს ხდის მის გამოყენებას და ზოგავს მანქანურ რესურსებს. პერსპექტივაში, აღნიშნულ მონაცემთა სტრუქტურას შეუძლია სტანდარტულ ბიბლიოთეკებში ჩაანაცვლოს ძებნის ბალანსირებული ორობით ხეების საფუძველზე აგებული კონტეინერები. აღნიშნული მოდელის საილუსტრაციოდ შემოთავაზებული იქნება მისი იმპლემენტაცია JAVA ზე, სადემონსტრაციო მაგალითით.
მიმაგრებული ფაილები:
მონაცემთა ჰიბრიდული სტრუქტურები [ka]