ka | en
ავტორიზაცია
ჰელიუმის ატომი
ავტორი: ირაკლი ბალავაძეანოტაცია:
ანოტაცია: ჩვენი ამოცანის მიზანია განვიხილოთ ჰელიუმის (ჰელიუმის მაგვარი) ატომი, განვსაზღვროთ მისი ენერგია და ტალღური ფუნქცია. ამ ამოცანის ზუსტად ამოხსნა შეუძლებელია. მის გადასაჭრელად გამოვიყენებთ სამ მიახლოებით მეთოდს. 1. შეშფოთების თეორია 2. ვარიაციული მეთოდი 3. „ზუსტი“ მეთოდი თითოეული მეთოდით დავითვალეთ ჰელიუმის ატომის ენერგია. მათგან ყველაზე არაზუსტი შედეგი შეშფოთების თეორიამ მოგვცა, შედარებით უკეთესი - ვარიაციულმა მეთოდმა, ყველაზე ზუსტი შედეგი კი ეგრედწოდებულმა „ზუსტმა“ მეთოდმა. მიახლოებითი მეთოდი მიღებული შედეგი (E ჰელიუმის ატომის ენერგია) Ry (რიბიდიუმი) ექსპერიმენტული შედეგი (E ჰელიუმის ატომის ენერგია)Ry (რიბიდიუმი) შეშფოთების თეორია −5.5 −5.8074 ვარიაციული მეთოდი −5.751 „ზუსტი “ მეთოდი −5.8074