ავტორიზაცია
მხედველობა. მხედველობის პირველადი მექანიზმები
ავტორი: სოფიო წამალაიძეანოტაცია:
ადამიანი გარემოს 95%-თ ეცნობა თვალის მეშვეობით. მხედველობის მეშვეობით განვასხვავებთ გარემომცველ საგნებს, ცოცხალი და არაცოცხალი სხეულების მოძრაობას, გრაფიკულ და ფერად სიგნალებს (ასოებს, ციფრებს, სურათებს და სხვ.), დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა სახის საქმიანობისათვის. ცნობილია, რა ხანგრძლივი და ბეჯითი მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ უსინათლო ჩაერთოს შრომით საქმიანობაში. კაცობრიობა მრავალი ათასეულის მანძილზე უდიდეს გამოცდილებას აგროვებს, ვითრდება მეცნიერება, ხელოვნება. მთელი ეს გამოცდილება მომავალ თაობებს გადაეცემა წიგნების, დამწერლობის საშუალებით, რომელსაც მხედველობით აღვიქვამთ. მნიშვნელოვანია დავიცვათ მხედველობა, რათგან უმეტეს დროს თანამედროვე ადამიანი ატარებს ტექნიკასთან (კომპიუტერი, ტელევიზორი) და საჭიროა მხედველობის ჰიგიენის ცოდნა. საჭიროა გავეცნოთ თვალის აგებულებას, მხედველობის დარღვევებს და მათი პროფილაქტიკას. ნაშრომში წარმოდგენილია მხედველობის საკითხის ირგვლივ არსებული ინფორმაცია.