ka | en
ავტორიზაცია
სამი სხეულის კვანტურ-მექანიკური ამოცანა
ავტორი: გიორგი გრიგალაშვილიანოტაცია:
ანოტაცია ნაშრომში განხილულია სამი ნაწილაკის პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი მძლავრი და ეფექტური მეთოდი, რომელიც ემყარება ფადეევის ფორმალიზსში განტოლებათა სისტემის ჩაწერასა და რიცხვითი ამოხსნის შესაძლებლობას, აღნიშნული განტოლებათა სისტემის რიცხვითი ამონახსნის შედეგად შესაძლებელია სამი სხეულოვანი გაფანტვის მარტიცის აგება. იგი თავის მხრივ, როგორც ცნობილია უკავშირდება გაფანტვის ამპლიტუდას, რომლის საშუალებითაც გამოითვლება ამა თუ იმ პროცესის განიკვეთები. ფადეევის განტოლებები შეიცავენ მხოლოდ ორნაწილაკობრივ გაფანტვის მატრიცებს ენერგეტიკული ზედაპირის გარეთ. განტოლებების ასეთი სტრუქტურა ხელსაყრელი აღმოჩნდა სამი სხეულის გაფანტვის ამპლიტუდის ანალიზური თვისებების გამოსაკლევად.