ავტორიზაცია
მიკრობები ჩვენს გარშემო და მათი კვლევა ფიზიკური მეთოდებით
ავტორი: ლიკა ღამბაშიძეანოტაცია:
თანამედროვე სამყაროს მრავალფეროვნების ერთ-ერთ საფუძველს ქმნის მიკროორგანიზმების კლასები. მათ რიცხვში ერთიანდებიან სხვადასხვა განვითარების მქონე ბაქტერიები, სოკოები, ბაქტერიოფაგები და სხვა. აღსანიშნავია, რომ ისინი განსხვავდებიან დანიშნულების, პატრონ უჯრედებზე მოქმედების და გამრავლების უნარით. უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა აღნიშნული სისტემების კვლევები იმის გამო, რომ განვითარდნენ ე.წ. რეზისტენტული ფორმები, რომლებიც თავისი მდგრადობით ანტიბიოტიკების მიმართ ცვლიან ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების საშუალებებს. ამდენად მრავალმხრივი ცოდნა ამ ჯგუფის ორგანიზმების თავისებურებების შესახებ გაადვილებს მათი ზოგჯერ „ცუდი“ მოქმედებების თავიდან აცილებას. წარმოდგენილი ნაშრომი ეძღვნება ბაქტერიების ირგვლივ არსებული თანამედროვე ლიტერატურული ინფორმაციის მიმოხილვას და მათი კვლევის პერსპექტივების გამოვლინებას.