ka | en
Company Slogan TODO

საქართველოს ბუნებრივი რესურსები გეოპოლიტიკური ინტერესების არეალში

ავტორი: თინათინ ჯავახაძე
საკვანძო სიტყვები: თიკა
ანოტაცია:

ანოტაცია სამაგისტრო ნაშრომი შესრულებულია თემაზე საქართველოს ბუნებრივი რესურსები გეოპოლიტიკური ინტერესების არეალში. სამაგისტრო ნაშრომი მოიცავს ანოტაციას, შესავალს, 3 თავს, დასკვნას და გამოყენებულ ლიტერატურას. შესავალში გადმოცემულია თემის შესახებ, კვლევის ობიექტი, მიზანი, მეთოდოლოგიური საფუძველი, აქტუალობა და სიახლე. ძირითადი დებულებები მოცემულია დასკვნაში. თანამედროვე ინტერპრეტაციით გეოპოლიტიკა შეიძლება ჩაითვალოს მეცნიერებად, რომელიც შეისწავლის საერთაშორისო კონტექსტში ამა თუ იმ სახელმწიფოს, სასიცოცხლო და მნიშვნელოვან ინტერესებს, რომლებიც განისაზღვრება უპირველესად გეოგრაფიული, საკომუნიკაციო, პოლიტიკური, სამხედრო-სტრატეგიული და გეოეკონომიკური ფაქტორების ერთიანობით. კვლევის ობიექტი. სამაგისტრო ნაშრომის კვლევის ობიექტია საქართველოს ბუნებრივი რესურსები გეოპოლიტიკური ინტერესების არეალში. კვლევის მიზანია საქართველოს ბუნებრივი რესურსების მიზანმიმართული და რაციონალური მოხმარება გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. კვლევის მეთოდოლოგიური საფუძველია ქართველი და უცხოელი მეცნიერების ნაშრომები გეოპოლიტიკისა და ბუნებრივი რესურსების შესახებ. სიახლე. ქართველი და უცხოელი მეცნიერების სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების და სტატიების შესწავლის საფუძველზე, აგრეთვე საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად ახლებურად იქნას განხილული საქართველოს ბუნებრივი რესურსების გამოყენების საკითხები გეოპოლიტიკური ინტერესების არეალში. აქტუალობა. ბუნებრივი რესურსების მდგარადი მართვის მექანიზმების დანერგვა, როგორც შესასრულებელი ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com