ავტორიზაცია
ქრომოსფერული სპიკულების დოპლერის სიჩქარეებისა და ნახევარსიგანეების დროითი ცვლილებების ასიმეტრია
ავტორი: დავით ხუციშვილისაკვანძო სიტყვები: მზე, სპიკულები
ანოტაცია:
მიღებულ იქნა ახალი სერია Hα სპიკულების სპექტოგრამები აბასთუმნის ასტროფიზიკურ ოსერვატორიაში, 53-სანტიმეტირაინი დიდი კორონოგრაფის დაკვირვებით მზის ქრომოსფეროში 7500 კმ სიმაღლეზე. მიღებული სპექტროგრამები დაკვირვებული არის სპექტოგრაფის მეორე რიგში, სადაც დისპრსია არის 0.96 Å/მმ. დაკვირვებული იქნა 10 სპიკულის დოპლერის სიჩქარე და სპიკულის ნახევარ სიმაღლე, რომელთა კადრების შორის ექსპოზიცია არის 4.5 წამი, დოპლერის სიჩქარეების გაზომვის სიზუსტეა ±0.3 კმ/წმ, ხოლო ნახევარსიგანეების ±0.03 Å. Hα - სპიკულების ნახევარსიგანეებისა FWHM და დოპლერის სიჩქარეების დროის მიხედვით პერიოდულობის დასადგენად გამოვიენეთ მონაცემების არათანაბარი ინტერვალების მქონე პერიოდულობის შესასწავლი "ლომბის პერიოდოგრამების მეთოდი" (Press et al. 1992). ჩვენს გამოთვლებში 95% სანდოობის დონე არის 9.0 სიმძლავრის, ხოლო 99% - 10.7 შესაბამისად. თითქმის ყველა სიხშირისათვის სანდოობის დონე საკმარისად მაღალია. აღმოჩნდა, რომ რხევის პერიოდები ძირითადად მეტია 3 წუთზე (> 180 წმ ). პერიოდების უმრავლესობა მოთავსებულია 4 – 9 წუთიან (240-540 წმ ) შუალედში. სპიკულების დოპლერის სიჩქარეების და ნახევარსიგანეების პერიოდული ცვლილებების შესადარებლად გამოვიენეთ ცნობილი Low Pass FFT მეთოდი. ათივე სპიკულისათვის ნათლად ჩანს სპიკულების დოპლერის სიჩქარეების და ნახევარსიგანეების პერიოდულობის დროში ცვლილების ანტიკორელაცია.
მიმაგრებული ფაილები:
აბსტრაქტი [ka]abstract [en]