ka | en
Company Slogan TODO

წონასწორული სტრუქტურები კომპაქტური ვარსკვლავების ატმოსფეროში

ავტორი: მარიამ ალბექიონი
საკვანძო სიტყვები: ვარსკვლავთა ატმოსფერო; ნატიფი სტრუქტურა; წონასწორული მდგომარეობები
ანოტაცია:

ნაშრომში განხილულია წონასწორული სტრუქტურების არსებობა კომპაქტური ვარსკვლავების ატმოსფეროში. თავდაპირველად განვიხილეთ ვარსკვლავები და კომპაქტური ვარსკვლავები, შევადარეთ მათი მახასიათებელი პარამეტრები. ყურადღება გავამახვილეთ მათი ატმოსფეროს შემადგენლობაზე და ნატიფ სტრუქტურაზე. მაგალითისთვის ავიღეთ მზის ატმოსფერო გადაუგვარებული ელექტრონულ-იონური პლაზმით და თეთრი ჯუჯას ატმოსფერო გადაგვარებული ელექტრონული პლაზმით. ჯერ ჩავწერეთ მზის ატმოსფეროს მახასიათებელი განტოლებები და დავახასიათეთ წონასწორული სტრუქტურები, შემდეგ გამოვიყვანეთ გადაგვარებული (ფერმის) ელექტრონული აირის აღმწერი განტოლებები ე-ი პლაზმისთვის მკვრივი კომპაქტური ვარსკვლავების ატმოსფეროსათვის, დავახასიათეთ წონასწორული სტრუქტურები ბელტრამი-ბერნულის მდგომარეობებით. საბოლოოდ ჩვენ მოვიძიეთ წონასწორული სტრუქტურები ელექტრონულ-პოზიტრონულ გადაგვარებულ პლაზმაში მიღებული სამმაგი ბელტრამის წონასწორობების გამოკვლევით და განვიხილეთ ასეთი პლაზმის არსებობა ასტროფიზიკულ კონტექსტში.


მიმაგრებული ფაილები:

Relaxed States / Equilibrium Structures in the Atmospheres of Compact Stars [en]
წონასწორული სტრუქტურები კომპაქტური ვარსკვლავების ატმოსფეროში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com