ავტორიზაცია
პლანეტების წარმოშობა: ჩანასახების ფორმირება რეოლოგიურ დინებებში
ავტორი: ლუკა პონიატოვსკისაკვანძო სიტყვები: პლანეტების ფორმირება, პროტოპლანეტური დისკები, რეოლოგია
ანოტაცია:
ნაშრომში განხილულია პროტოპლანეტარული დისკების წრფივი დინამიკა რეოლოგიური ეფექ- ტების გათვალისწინებით. მტვრის ნაწილაკების დინამიკა განხილულია გრანულარული რეო- ლოგიური სიბლანტის მოდელის გამოყენებით, როდესაც დინების კინემატიკური სიბლანტე დამოკიდებულია წნევასა და სიჩქარის წანაცვლებაზე. აღნიშნულ მიახლოებაში შესწავლი- ლია კუმშვადი სპირალური ტალღები გრანულარული ძალების გათავალისწინებით. ნაპოვნია წრფივი სპირალური რეოლოგიური არამდგრადობა: არამდგრადობის ზრდის ინკრიმენტი იზ- რდება დისკის რადიალური სტრატიფიკაციის პარამეტრის ზრდასთან ერთად. არამდგრადო- ბა ვითარდება დისკის ბრუნვის საწინააღმდეგოდ მბრუნავი სპირალური შეშფოთებებისთვის, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ პლანეტების ჩანასახების სწრაფი ფორმირება პროტოპლა- ნეტარულ დისკებში პლანეტების ფორმირების ადრეულ ეტაპებზე.
მიმაგრებული ფაილები:
Planet formation theory: planetesimal formation in rheological flow [en]პლანეტების წარმოშობა: ჩანასახების ფორმირება რეოლოგიურ დინებებში [ka]