ka | en
Company Slogan TODO

ასკორბინის მჟავას (ვიტამინი C) ეფექტი წითელი და შავი თმის ეპრ სპექტრებზე: ფეომელანინის თავისუფალი რადიკალები ჟღალ თმაში ყოველთვის არ არის წარმოდგენილი

ავტორი: მაია ტოპეშაშვილი
თანაავტორები: ედუარდ ჩიკვაიძე
საკვანძო სიტყვები: ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსი (ეპრ), ფეომელანინი, ეუმელანინი, ასკორბინის მჟავა, შავი და ჟღალი თმა
ანოტაცია:

მელანომის შემთხვევათა გაზრდილი რაოდენობა ჟღალთმიან მოსახლეობაში განპირობებულია მათ კანში ფეომელანინის პიგმენტების სინთეზით, რომელთაც საკმაოდ ძლიერი ფოტოტოქსიური თვისებები ახასიათებთ. ჩვენმა ამჟამინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ფეომელანინის თავისუფალი რადიკალები წარმოიქმნება არა მხოლოდ ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით, ასევე ორგანიზმში მიმდინარე ულტრაიისფერი სხივებისაგან დამოუკიდებელი ოქსიდაციური სტრესის პირობებშიც. როგორც გამოირკვა, თმის ფერი არ წარმოადგენს კანში ფეომელანინის თავისუფალი რადიკალების რაოდენობის ერთმნიშვნელოვან განმსაზღვრელს. ამდენად სხვადასხვა ინდივიდებში მელანომის რისკების შესაფასებლად საჭიროა ეპრ სპექტროსკოპიული მეთოდით განისაზღვროს ფეომელანინის თავისუფალი რადიკალების რაოდენობა ჟღალ თმაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მოიძებნოს ისეთი ეფექტური ანტიოქსიდანტი, რომელსაც შესწევს უნარი გაანეიტრალოს ფეომელანინის თავისუფალი რადიკალები. დადასტურებულ იქნა, რომ ასკორბინის მჟავა საკმაოდ ეფექტურად ანეიტრალებს ფეომელანინის თავისუფალ რადიკალებს. ჩვენი კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ასკორბინის მჟავის, როგორც ეფექტური ანტიოქსიდანტის, ოპტიმალური კონცენტრაციის დადგენა და ასევე მისი შავ და ჟღალ თმაზე ზემოქმედების კინეტიკის შესწავლა. დადგენილ იქნა, რომ ასკორბინის მჟავას საკმაოდ ძლიერ ზემოქმედებს წითელი და შავი თმის თავისუფალ რადიკალებზე და მისი ოპტიმალური კონცენტრაცია შეადგენს 10მმოლს. მიღებული შედეგები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დერმატოლოგიასა და კოსმეტოლოგიაში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com