ავტორიზაცია
წამლის გადამტანი ნანონაწილაკების ტიპები
ავტორი: გიორგი შეყლაშვილისაკვანძო სიტყვები: ნანონაწილაკები, წამლის გადამტანები, ლიპოსომები
ანოტაცია:
ცნობილია, რომ გარკვეული დაავადებები ლოკალურად მოიცავს ცალკეულ ორგანოებს და ქსოვილებს, რომელთა სამკურნალოდ, საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა და დღესაც გამოიყენება სამკურნალო პრეპარატები. დადგენილია, რომ რა გზითაც არ უნდა მოხდეს წამლის მიღება, ორგანიზმში იგი მეტნაკლებად ყველა ორგანოში ვრცელდება. თუ გავითვალისწინებთ რომ ზოგიერთ წამალს მეტად ტოქსიკური თვისება აქვს, იმ სიკეთესთან ერთად რაც შეიძლება დაავადებულ ორგანოზე მოახდინოს, მას უარყოფითი გავლენაც აქვს სხვა ჯანმრთელ ორგანოებზე. 21-ე საუკუნეში უფრო და უფრო აქტუალური ხდება მეცნიერების ბოლო ათწლეულების აღმოჩენა, რომელიც ეხება უმცირესი ნაწილაკების - ნანონაწილაკების გამოყენებას როგორც წამლის გადამტანების. ნანონაწილაკებში მოთავსებული პრეპარატი აღწევს მხოლოდ დაზიანების კერაზე და ხასიათდება ნაკლები გვერდითი მოვლენებით.