ka | en
Company Slogan TODO

სმენა. ინფორმაციის კოდირება სმენის აპარატში

ავტორი: სევერიან გოგილაშვილი
საკვანძო სიტყვები: სმენა, სმენის აპარატი
ანოტაცია:

სმენის დაქვეითება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ადამიანი იბადება, იზრდება და ბერდება. სამწუხაროდ, სხვა ორგანოებთან ერთად სმენის აპარატიც ჩართულია ფიზიოლოგიური დაბერების პროცესში. ეს იმას ნიშნავს, რომ ასაკთან ერთად სმენაც თანდათანობით ქვეითდება. შესაბამისად, სმენის დაქვეითების ერთ-ერთი ძირითადი და ბუნებრივი მიზეზია ასაკი. აუდიოგრამის საფუძველზე ხდება სმენის დაქვეითების, მისი ხარისხისა და სიმძიმის დადგენა, შესაბამისად, შეირჩევა სასმენი აპარატი ან დაისმის კოხლეარული იმპლანტაციის საკითხი. სასმენი აპარატის დროულად გამოყენებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, არა მხოლოდ იმისთვის, რომ ბავშვმა გაიგოს ბგერები და, შესაბამისად, ჩამოუყალიბდეს მეტყველება, არამედ იმისთვისაც, რომ სმენის დარჩენილი რეცეპტორები მაქსიმალურად შეუნარჩუნდეს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com