ავტორიზაცია
გადაგვარებული ფერმი-გაზის სითბოტევადობის დამოკიდებულება მაგნიტურ ველზე
ავტორი: დავით ბულისკერიასაკვანძო სიტყვები: ფერმი-გაზი, სითბოტევადობა, გადაგვარებული, მაგნიტური ველი
ანოტაცია:
ამ ნაშრომში განვიხილავთ სტატისტიკურ წონასწორობაში მყოფ ელექტრონული გაზის მოქცევას გარეშე მაგნიტურ ველში, როდესაც კვანტური ეფექტები გათვალისწინებულია. მაქსველისა და ფერმის ნაწილაკებისათვის გამოყენებულია სხვადასხვა ტიპის განაწილების ფუქნციები , ჩვენი ამოცანაა გავარკვიოთ თუ როგორ არის დამოკიდებული კუთრი სითბოტევადობა გარეშე მაგნიტურ ველზე. გამოვითვალოთ და შევისწავლოთ სათითაოდ მოცემული განაწილებისთვის იმ შემთხვევაში როცა ამ ნაწილაკების ენერგიის საკუთარი მნიშვნელობა დამოკიდებულია მაგნიტური ველის სიდიდეზე. ჩვენს ამოცანაში ყველგან მაგნიტური ველი მიმართულია $z$ ღერძის გასწვრივ. მომავალში შესაძლებელი იქნება ექსპერიმენტალურად და დადგინდება თუ რომელი განაწილება გვაძლევს უფრო ზუსტ შედეგს, იქნება ეს არაგადაგვარებული თუ გადაგვარებული ელექტრონული გაზისთვის.