ka | en
Company Slogan TODO

იონური ბგერების შესწავლა ფერმი სითხეში ახალი კვანტური კინეტიკური განტოლების საფუძველზე

ავტორი: გრიგოლ ფერაძე
საკვანძო სიტყვები: პლაზმა, იონი
ანოტაცია:

ამ ნაშრომში ჩვენ შევისწავლით სპეციალური ბუნების ტალღებს, რომლებიც შეიძლება გავრცელდეს კვანტურ ფერმი სითხეში, როგორიცაა He3, აბსოლუტურ ნულთან ძალიან ახლო ტემპერატურებზე. ეს უკავშირდება ელემენტარული აღგზნებების, რომლებიც გვხვდება ფერმი სითხეში, განაწილების ფუნქციის წანაცვლებას წონასწორობის მდგომარეობიდან. ნულოვანი ბგერის სიჩქარე $C_{0}$ განსხვავდება ჩვეულებრივი ბგერის სიჩქარისაგან $C$, რომელიც დამოკიდებულია სითხის სიმკვრივეზე. ნულოვანი ბგერის არსებობა იწინასწარმეტყველა ლ. ნ. ლანდაუმ 1957 წელს. ნულოვანი ბგერა ექსპერიმენტზე დაიკვირვა თხევად He3-ზე ამერიკელი ფიზიკოსების აბელის, ანდერსონისა და უეტლის მიერ 1966 წელს. გარკვეულ პირობებში, ნულოვანი ბგერა შეიძლება არსებობდეს მეტალებშიც, სადაც ელექტრონები და იონები ქმნიან კვანტურ ფერმი სითხეს. მოგვიანებით ნ. ლ. ცინცაძემ განავრცო ლანდაუს დისპერსიის დამოკიდებულება ნულოვანი ბგერისათვის კვანტური შესწორებით, ახალი კვანტური კინეტიკური განტოლების გამოყენებით. აჩვენა რომ ელექტრონების ნულოვანი ბგერა შეიძლება არსებობდეს იდეალურ ფერმი სითხეში, მაშინაც კი როდესაც ნაწილაკებს შორის ურთიერთქმედება არ გვაქვს. ასეთ შემთხვევაში ნულოვანი ბგერის არსებობა მთლიანად განპირობებულია კვანტური ეფექტებით. ჩვენ შევისწავლით იონურ ნულოვან ბგერას ახალი კვანტური კინეტიკური განტოლების საფუძველზე, მივიღებთ დისპერსიის გამოსახულებას ელექტრონ იონური კვანტური პლაზმისათვის და განვიხილავთ მის ზღვრულ შემთხვევებს.


მიმაგრებული ფაილები:

Annotation [en]
ანოტაცია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com