ავტორიზაცია
საქართველოს რეგიონული ეკოლოგიური პრობლემები და მოსახლეობის ცნობიერება (აჭარის მაგალითზე)
ავტორი: შორენა ბალავაძესაკვანძო სიტყვები: საქართველოს რეგიონული ეკოლოგიური პრობლემები, მოსახლეობის ცნობიერება
ანოტაცია:
თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური, დემოგრაფიული თუ ეკოლოგიური პროცესების ფონზე, საქართველოს რეგიონული ეკოლოგიური პრობლემები და მოსახლეობის ცნობიერება აქტუალური კვლევის საგანია. ნაშრომის მთავარ მიზანი იყო შეგვესწავლა აჭარის რეგიონში არსებული გეოეკოლოგიური მდგომარეობა და შეგვეფასებინა მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების დონე. დაგვედგინა განსხვავდებოდა თუ არა ეკოშეხედულებები და ეკოლოგიური განათლების დონე სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ამიტომ გამოიყო ოთხი ასაკობრივი ჯგუფი: 12-დან -14 მდე, 15-დან 17-მდე, 45-წლამდე და 45 წლის ზემოთ. კვლევის კონკრეტულ ამოცანებს წარმოადგენს: • რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში და ერთ ქალაქში (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი, ქ,ბათუმი) განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში გამოკითხვის ჩატარება წინასწარ მომზადებული კითხვარის მეშვეობით. • მიღებული მასალების საფუძველზე მოსახლეობის ცნობიერების დონის განსაზღვრა. • კითხვარისადმი და გარემოსადმი მოსახლეობის დამოკიდებულების დადგენა. აღნიშნულ სამაგისტრო ნაშრომში წარმოდგენილია აჭარის რეგიონში კვლევის პროცეში მოპოვებული მასალის დამუშავების შედეგები. კვლევა დაიგეგმა და განხორციელდა ლანდშაფტური დაგეგმარებისა და მისი ახალი მიმართულების, ლანდშაფტის მართვის მეთოდოლოგიური საფუძვლების გათვალისწინებით. საბოლოო ჯამში, რეგიონის მოსახლეობის გამოკითხვის შემდეგ დავამუშავეთ და გავაანალიზეთ ინფორმაცია. მონაცემების საფუძველზე შეიქმნა რუკები, ხოლო მათი ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა რეგიონში არსებული პრობლემატური საკითხები, რომლის გადაჭრის გზები მოცემულია დასკვნაში რეკომენდაციების სახით.