ka | en
ავტორიზაცია
მეტაბოლური სინდრომი
ავტორი: ana gogichaishviliსაკვანძო სიტყვები: მეტაბოლური სინდრომი, ცენტრალური სიმსუქნე, არტერიული ჰიპერტენზია, გლუკოზა, ტრიგლიცერიდები, ლიპოპროტეინები, გულსისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი.
ანოტაცია:
მეტაბოლური სინდრომი არის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მთელი რიგი დარღვევების კლასტერი. დიაგნოზი ისმება ჩამოთვლილი ხუთი სიმპტომიდან სამის ერთდროული არსებობის შემთხვევაში. ესენია: მუცლის (ცენტრალური სიმსუქნე; არტერიული ჰიპერტენზია; სისხლში გლუკოზის მაღალი შემცველობა; ტრიგლიცერიდების მაღალი შემცველობა; მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობის დაქვეითება. მეტაბოლური სინდრომი ზრდის გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და დიაბეტის განვითარების რისკს. მეტაბოლური სინდრომის განვითარება შეიძლება თავიდან ავიცილოთ ჯანსაღი ცხოვრების წესით.