ka | en
Company Slogan TODO

დიდი ზომის სტრიქონში ოპტიმალური ძებნის პროგრამული რეალიზაცია

ავტორი: ვიტალი ლომიძე
საკვანძო სიტყვები: ძებნა, ოპტიმალური, სტრიქონი
ანოტაცია:

ნაშრომში განხილულია დიდი ზომის ტექსტში ოპტიმალური ძებნა, რომელიც კვლავ რჩება აქტუალურ ამოცანად და ერთერთი გამოყენებადი ინსტრუმენტია საინფორმაციო ნაკადების დამუშავების ისეთი ამოცანებისათვის, როგორიცაა ინფორმაციის ძებნა. აქ ოპტიმალურ ძებნაში იგულისხმება ძებნის დროის და რესურსების ოპტიმალობის უზრუნველყოფა. ნაშრომიში აღწერილია პროგრამული პაკეტის რეალიზაცია, რომელიც დიდი ზომის ტექსტში პატერნის ძიებას უზრუნველყოფს. ძებნის პროცესი ეფუძნება ორი სახის ალგორითმის პროგრამულ რეალიზაციას: პირველი ჩვეულებრივი ძიება - როდესაც დიდი ზომის ინფორმაციაში ვეძებთ კონკრეტული სიტყვის, წინადადების ზუსტ შესატყვისს, რაც გულისხმობს სრულ დამთხვევას, და მეორე - სემანტიკური ძებნა - რომელიც ეძებს არამარტო ზუსტ დამთხვევას საძიებო ტექსტისა, არამედ მის სახეცვლილებებს, გრამატიკულად ან სიტყვების „თამაშით“ (აქცენტი კეთდება შინაარსობრივ თანხვდენაზე). პაკეტში რეალიზებული ალგორითმები ემსახურება ერთი მიზნის მიღწევას - ვიპოვოთ ყველა დამთხვევა ან/და მსგავსება (M სიგრძის) პატერნისა (სიტყვა/წინადადება რომელსაც ვეძებთ) დიდი ზომის (N სიგრძის) ტექსტში, სადაც (M < N). აპლიკაცია აწყობილია ისე რომ შესაძლებელი იქნება მისი ინტეგრირება ბიბლიოთეკის სახით, როგორც ვებ აპლიკაციაში ისე „სამაგიდო“ პროგრამაში, და შესაბამისად საშუალება ექნება მაინტეგრირებელ პროგრამას გამოიყენოს ძებნის სხვადასხვა მეთოდები, რომელიც შეტანილი იქნება ამ ბიბლიოთეკაში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com