ka | en
Company Slogan TODO

ენის კორპუსი და კორპუსული ლინგვისტიკა

ავტორი: ანა სიხარულიძე
თანაავტორები: ლ. მარანელი
საკვანძო სიტყვები: ენის კორპუსი, კორპუსული ლინგვისტიკა
ანოტაცია:

მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან, განვითარებული მსოფლიოს თითქმის ყველა ენისათვის იქმნება ენის კორპუსები - ენის ისტორიული არსებობის განმავლობაში შექმნილი ლიტერატურული და სხვა სახის ენობრივი მემკვიდრეობა, რომელიც ელექტრონულ მატარებლებზე გადაიტანება და ინტერნეტში განთავსდება კვლევის პროცესში მისი თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებით დამუშავების მიზნით. ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია კორპუსის მნიშვნელობაზე, ძირითად ცნებებზე, ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებზე და პრობლემის აქტუალურობაზე. ძირითადი აქცენტია გაკეთებული კორპუსულ ლინგვისტიკაზე, რომელსაც აქვს თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული მექანიზმები ენობრივი მონაცემების მასივების წარმოების შესაქმნელად და გამოსაყენებლად, მათი დანიშნულებაა ლინგვისტური კვლევა მომხმარებელთა ფართო წრისთვის. კორპუსის (განსაკუთრებით ნაციონალური კორპუსის) შექმნა ყველა ერისთვის არის არა მხოლოდ კულტურული ამბიციის უმნიშვნელოვანესი შტრიხი, არამედ მისი სერიოზული განაცხადი მომავალში სრულფასოვანი არსებობისთვის. დღეს კულტურული ერები დიდი კორპუსების სახით ქმნიან საკუთარი ლინგვოკულტურული სივრცის კორპუსულ მოდელებს და ამასთანავე, ქმნიან და ხვეწენ სხვადასხვა პროგრამულ საშუალებას “საფრთხეში მყოფ ენათა” დოკუმენტირებისათვის.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com