ka | en
Company Slogan TODO

ელექტრომაგნიტური ზემოქმედების შესწავლა ადამიანის არაერთგვაროვან მოდელებზე სხვადასხვა ველის წყაროებისათვის

ავტორი: მარიამ წვერავა
ანოტაცია:

ელექტრომაგნიტური (ემ) ველის აღმოჩენიდან სულ მცირე ხნის შემდეგ ადამიანმა დაიწყო ამ ველების ფართოდ გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. უკანასკნელი წლების განმავლობაში, ჩვენს ირგვლივ დაიმზირება ემ მოწყობილობების ზრდა, რომელთა რიცხვს მიეკუთვნებიან: ტელევიზორები, რადიომიმღებები, კომპიუტერები, მობილური კავშირგაბმულობის აპარატები, მიკროტალღოვანი ღუმელები, რადარები, სამრეწველო, სამედიცინო, სავაჭრო დანადგარები და ა. შ. მობილური ტელეფონების და სხვა უკაბელო კავშირის საკომუნიკაციო მოწყობილობების ყოველწლიურად მზარდი გამოყენების გამო, დღეისათვის მეტად აქტუალურია მათ მიერ გამოსხივებული ელექტრომაგნიტური (ემ) ველების ადამიანზე ზემოქმედების შესწავლა. კვლევები აჩვენებს, რომ მობილური ტელეფონების ემ ველით გამოწვეული ზემოქმედება შეიძლება საშიში იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რადგან იგი უშუალო სიახლოვესაა ადამიანის თავთან. არსებობს ბევრი პუბლიკაცია, რომლებიც შეეხება მობილური ტელეფონის გამოსხივების ზეგავლენის ამა თუ იმ ასპექტს ჯანმრთელობასა და მეხსიერებაზე. ცნობილია, რომ მცირე სიმძლავრის ემ გამომსხივებლის მიერ გამოსხივებული ენერგია შთაინთქმება ადამიანის ქსოვილის მიერ. ამ დროს ხდება შთანთქმული ენერგიის სითბურ ენერგიად გარდაქმნა, რაც იწვევს ქსოვილის ტემპერატურის მატებას, მაგალითად, ლოკალური გადახურება. როდესაც სხეული მოთავსებულია გარე საკმარისად მაღალი სიმძლავრის ველში, ქსოვილში ტემპერატურა შეიძლება გაიზარდოს და გადააჭარბოს უსაფრთხოების ნორმას (10C-ს). სამაგისტრო ნაშრმის ძირითად მიზანს წარმოადგენს, ემ დასხივებით გამოწვეული სითბური ეფექტების შესწავლა და ტემპერატურის განაწილების დადგენა სხვადასხვა ველის წყაროებისათვის. ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზემოქმედების შესწავლა ხდება ადამიანის არაეთგვაროვან მოდელებზე მცირე მასშტაბებისათვის. მიღებული შედეგები დათვლია FDTD მეთოდის გამოყენებით. იგი საშუალებას იძლევა შესწავლილ იქნას რთული, არაერთგვაროვანი ობიექტი ისეთი როგორიცაა ადამიანი, ხოლო ბიო-სითბოს განტოლების გამოყენებით კი ხდება ტემპერატორული ნაზრდის დათვლა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com