ka | en
Company Slogan TODO

ქ. თბილისი საგარეუბნო ზონის მიწის ფონდის გის-ანალიზი

ავტორი: მარიამ გაგოშაშვილი
საკვანძო სიტყვები: მიწის ფონდი, გის ანალიზი, ოპტიმალური მიწათ სარგებლობა
ანოტაცია:

ანოტაცია სამაგისტო ნაშრომის მიზანია ქ. თბილისის მიწის ფონდის პერსპექტიული განვითარების გის ანალიზი. ნაშრომის პირველ თავში წარმოდგენილია ინფორმაცია არსებული გამოცდილებისა და თეორიული ანალიზის შესახებ. ნაშრომის ამ ნაწილში მიმოხილულია ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება. ნაშრომის მეორე თავი შეხება მეთოდოლოგიურ მხარეს, სადაც წარმოდგენილია ტრადიციული და თანამედროვე კარტოგრაფიული მეთოდები, რომლებიც გამოიყენება ბუნებისა და საზოგადოების მოვლენათა კარტოგრაფირების პროცესში, ამასთანავე ამ თავში განხილულია გეოინფორმაციული სისტემების შესაძლებლობები, რომელიც ინფორმაცის სისტემატიზაცის საშუალებას გვაძლევს. მესამე თავში წარმოდგენილია საკვლევი რეგიონის გეოგრაფიული და ლანდშაფტური ანალიზი (ლანდშაფტთა სახეების დონეზე). ასევე ამ თავში მიმოხილულია იმ კულტურების მახასიათებლები, რომლებიც ყველაზე მეტად ოპტიმალურია თბილისის ტერიტორიისათვის. მეოთხე თავი ძირითადად არის კვლევითი და პრაქტიკული ხასიათის, სადაც წარმოდგენილია ჩვენს მიერ შედგენილი ახალი რუკები და გაკეთებულია მათი კარტოგრაფიული და გეოსტატიკური ანალიზი. აქ საუბარია ისეთ კარტოგრაფიულ გამოსახულებებზე, როგორებიცაა: რუკები, კარტოდიაგრამები, 3D გამოსახულებები, სხვადასხვა ტიპის დიაგრამები და გრაფიკები. ნაშრომის შესრულებისას გამოყენებული იქნა სამეცნიერო გეოგრაფიული ლიტერატურა, კარტოგრაფიული წყაროების სახით გამოყენებული იქნა შემდეგი: ტოპოგრაფიული რუკები (1:25000 და 1:50000), ლანდშაფტური რუკები (1:200 000) საკადასრო რუკები, სადიპლომო ნაშრომებიდიპლომები და ინტერნეტ საიტები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com