ავტორიზაცია
ქალაქ თბილისის განაშენიანებისა და არქიტექტურულ ნაგებობების შეფასება გეოინფორმაციული სისტემების მეთოდებით
ავტორი: მარიკა ბასილაძეანოტაცია:
ანოტაცია სამაგისტრო ნაშრომის მიზანია თბილისის არქიტექტურულ ნაგებობათა და ქალაქ თბილისის განაშენიანების რუკების შედგენა.რუკები არის ადვილად აღსაქმელი და არ არის ძალიან გადატვირთული ტოპოგრაფიული ელემენტრბით.მისი გამოყენება პრაქტიკაში შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პიროვნებას. ნაშრომის პირველ თავში წარმოდგენილია ინფორმაცია საკვლევი რეგიონის მდებარეობა საზღვრები გეოგრაფიული დახასიათება სადაც გაერთიანებულია საკვლევი ობიექტის რელიეფის დახასიათება;კლიმატური პირობები,ჰიდროლოგიური ქსელი,ნიადაგები. მეორე თავში განხილულია ის მეთოდები რომელიც გამოყენებულია კვლევის დროს, ესენია; კარტოგრაფიული მეთოდები და გეოინფორმაციული სისტემები,რომელიც ახალი მეთოდია კარტოგრაფიულ კვლევაში. მესამე თავი რომელიც საკუთრივ კვლევას შეეხება წარმოდგენილია ძირითადად IV-XIX საუკუნის თბილისით.სადაც ძირითადად განხილული და დახასიათებულია თბილისის ტერიტორიული განვითარება- განაშენიანება,თბილისის ძველი უბნები,თბილისური ყოფა,თბილისური დღესასწაულები და შეკრების ადგილები.ამ თავშივე წარმოდგენილია მე-20 საუკუნის და დღევანდელი თბილისი. მეოთხე თავში წარმოდგენილია ჩემს მიერ შედგენილი რუკები და მათი გეოინფორმაციული მეთოდების გამოყენებით შეფასება.დახასიათებული და შეფასებულია თითოეული მათგანზე მოცემული ტერიტორია და განსახლების მაჩვენებლები ნაშრომში ასევე წარმოდგენილია ფოტოთა და რუკათა სერია რომელიც ნათლად წარმოაჩენს ძველი და ახალი თბილისის ტერიტორიებსა და მის იერსახეს. ნაშრომის შესრულებისას გამოყენებულია სამეცნიერო კარტოგრაფიული ლიტერატურა.თბილისის ისტორიული წყაროები.სხვადსხვა დროს წიგნების სახით გამოცემული თბილისის უბნებისა და ქუჩების ისტორია.თსუ-ს ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაპიული ინსტიტუტის შრომები,ტოპოგრაფიული რუკები,საბჭოთა რუკები,მოგზაურთა ჩანახატები.