ავტორიზაცია
ახლო ინფრაწითელ გამოსხივება პროსტატის კიბოს ადრეულ სტადიაზე ვიზუალიზაციისა და დიაგნოსტირებისთვის.
ავტორი: ნინო ფონჯავიძესაკვანძო სიტყვები: ახლო ინფრაწითელი გამოსხივება, პროსტატის კიბო
ანოტაცია:
წარმოდგენილ პროექტში ჩვენ ვთავაზობთ შევქმნათ ახალი, მარტივი, იაფი და საიმედო სისტემა პროსტატის კიბოს ადრეულ სტადიაზე ვიზუალიზაციისა და დიაგნოზირებისათვის. მეთოდოლოგია ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ახლო ინფრაწითელი გამოსხივება გადის ბიოლოგიურ ქსოვილში. მეთოდი ეყრდნობა ინფრაწითელ სპექტროსკოპიას პოლარიზაციის ჩათვლით. პროექტი საშუალებას მოგვცემს არა მარტო დავადეტექტიროთ კიბოვანი წარმონაქმნი, არამედ დავადგინოთ მისი აგრესიულობა. ინფრაწითელი გამოსხივების წყაროებად გამოყენებული იქნება: ფოტოდიოდები, სინათლის ჰალოგენური წყაროები და სხვა. ე.წ C C D კამერა, მიერთებული კომპიუტერთან, გამოყენებული იქნება ინფრაწითელ გამოსახულებათა მისაღებად. შეიქმნება სპეციალური პროგრამა პროსტატის ინფრაწითელი გამოსახულებების დასამუშავებლად. პროგრამა საშუალებას მოგვცემს განვასხვავოთ კიბოვანი წარმონაქმნი არაკიბოვანი ქსოვილისაგან და მოვახდინოთ კიბოვანი წარმონაქმნის ადგილის დეტექტირება.
მიმაგრებული ფაილები:
Near infrared irradiation for early prostate cancer diagnosis and visualizations [en]ახლო ინფრაწითელ გამოსხივება პროსტატის კიბოს ადრეულ სტადიაზე ვიზუალიზაციისა და დიაგნოსტირებისთვის. [ka]