ავტორიზაცია
ლანდშაფტები: ესთეტიკა, დიზაინი, არქიტექტურა (თბილისის ზოგიერთი ტერიტორიის მაგალითზე)
ავტორი: დიანა მაყიშვილისაკვანძო სიტყვები: დიზაინი, ლანდშაფტების არქიტექტურა
ანოტაცია:
დიანა მაყიშვილის სამაგისტრო ნაშრომში, ლანდშაფტები: ესთეტიკა, დიზაინი, არქიტექტურა (თბილისის ზოგიერთი ტერიტორიის მაგალითზე) განხილულია ლანდშაფტების ესთეტიკის, დიზაინის, არქიტექტურის და პროექტირების საკითხები თბილისის ზოგიერთი ტერიტორიის მაგალითზე. ნაშრომი შესრულებულია ლიტერატურულ და კარტოგრაფიული წყაროებზე დაყრდნობით და ჩატარებული კვლევების შედეგად შეგროვებული მასალების ანალიზის საფუძველზე. ნაშრომი რეალურად ასახავს სამაგისტრო დიპლომში დასმული საკითხების დღევანდელ მდგომარეობას. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე მაგისტრანტ დიანა მაყიშვილს გადაუდებელ ამოცანად ესახება ლანდშაფტების ესთეტიკის, დიზაინის, არქიტექტურის და პროექტირების პრობლემების გადაჭრა სახელმწიფო და საუნივერსიტეტო დონეზე. ასევე შესაბამისი საკანონმდებლო თუ მატერიალური ბაზის მომზადება. მაგისტრანტს მიაჩნია, რომ გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობს, საჭიროა პრობლემების რეალურად გამოვლენა, შესწავლა და სწორი ღონისძიებების გატარება. ავტორი წინამდებარე ნაშრომში გვთავაზობს არსებული პრობლემების გადაჭრის რეალურ გზებს. ვიმედოვნებ ამ საქმით დაინტერესებული პირები ყურადღებას მიაქცევენ ნაშრომის აქტუალობას.