ავტორიზაცია
საქართველოს ბუნებრივ ღირსშესანიშნავი ადგილების ცნობადობის შეფასება
ავტორი: ნიკა წითელაშვილისაკვანძო სიტყვები: ლანდშაფტური თავისებურებანი, რელიეფი, რურისტულ რეკრეაციული რესურსი, ბუნებრივი ღირსშესანიშნეობანი, კვლევა
ანოტაცია:
2013-2015 წლებში თსუ-ს გეოგრაფიულ საველე საექსპედიციო კვლევების ფარგლებში, რომელიც ტარდებოდა თსუ ეკო კლუბის და უნივერსიტეტის ეგიდით, მოიცვა საქართველოს კონტროლილებადი ტერიტორიის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი, შეფასებული იქნა როგორც გეოგრაფიული კომპონენტები, ასევე რელიეფური და ლანდშაფტური თავისებურებანი ტურიზმის განვითარებაში და ტურისტულ რეკრეაციული რესურსები. ექსპედიციების პარალელურად გავეცანი სხვადასხვა სახის კვლევებს, სადაც საქართველოს ტურისტულ რეკრეაციულ პოტენციალზე იყო საუბარი. ამიტომ დავინტერესდი გამეგო იმ ადგილების შესახებ, რომელსაც მოსახლეობა (პოტენციური ვიზიტორი) რეალურად იცნობს. ამ კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა იმ ტურისტული ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების გამოვლენა, რომელთაც აქვთ მაღალი ტურისტულ რეკრეაციული ფუნქცია, მაგრამ ძალიან ცოტა ვიზიტორი სტუმრობს,რადგანაც არ არის სათანადო დონეზე პოპულარიზებული და მოსახლეობის დიდი ნაწილს მასზე ინფორმაცია არ აქვს. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია იმის დადგენა თუ, რომელი ტიპის ტურიზმი იზიდავს ქართველ და უცხოელ ვიზიტორს, ბუნებრივ ღირსშესანიშნავი თუ კულტურილ-არქიტექტურული, რათა სწორად იქნას განსაზღვრული პრიორიტეტები ტურიზმის განვითარების კუთხით.