ka | en
ავტორიზაცია
დისტანციური ზონდირების პრინციპები
ავტორი: მარიკა ავქოფაშვილითანაავტორები: მარიკა ავქოფაშვილი
საკვანძო სიტყვები: დისტანციური ზონდირება, დეშიფრირება
ანოტაცია:
დისტანციური ზონდირება ეს არის გეოგრაფიის ქვე-დარგი, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ დედამიწაზე არსებულ ობიექტებსა და მოვლენებს მათთან უშუალო ფიზიკური კონტაქტის გარეშე. LiDAR უნიკალური სისტემის საშუალებით შესაძლებელი ხდება მუდმივად ვაწარმოოთ მონიტორინგი დედამიწაზე არსებულ ობიექტებსა და მოვლენებზე. კოსმოსური სურათები შეიცავენ დეტალურ ინფორმაციას დედამიწის ზედაპირის ობიექტების მდგომარეობაზე გადაღების მომენტში. კოსმოსურ ან აერო სურათებზე წარმოდგენილი ობიექტების შესახებ, ინფორმაციის ამოღებას უწოდებენ დეშიფრირებას. რომლისთვისაც გამოიყენება სპეციალური მეთოდები და დამატებითი მონაცემები, მიღებული სხვადასხვა წყაროებიდან - რუკები, საველე კვლევის ანგარიშები და იგივე ტერიტორიის უფრო ადრეული კოსმოსური სურათების დამუშავების შედეგები.