ka | en
Company Slogan TODO

ინდოლო[7,6–g]ინდოლის მონო– და დიალდეჰიდების ურთიერთქმედება ორთო–ფენილენდიამინთან

ავტორი: ანა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები: მონოალდეჰიდი, დიალდეჰიდი, ინდოლოინდოლი, ორთოფენილენდიამინი, კონდენსაცია, ბენზიმიდაზოლი.
ანოტაცია:

საბაკალავრო ნაშრომის მიზანს შეადგენდა ბენზიმიდაზოლის ბირთვის დაკავშირება ინდოლოინდოლთან და ახალი მრავალბირთვიანი ჰეტეროციკლური სისტემის მიღება. ეს უკანასკნელი საინტერესოა როგორც ქიმიური ასევე ბიოლოგიური აქტივობის თვალსაზრისით. კონკრეტულად ჩვენს ამოცანას შეადგენდა ინდოლო[7,6-g]ინდო¬ლის ბირთვის შეკავშირება ბენზიმიდაზოლის ბირთვთან. ამ მიზნით ჩატარებულია 3–ფორმილ–1H,6H-ინდოლო[7,6-g]ინდოლის და 3,8–დიფორმილ–1H,6H-ინდოლო[7,6-g]¬ინდო¬ლის კონდენსაცის რეაქციები ო–ფენილენდიამინთან სხვადასხვა პირობებში. გამოსავლიანობის თვალსაზრისით 3–ფორმილ–1H,6H-ინდოლო[7,6-g]ინდოლის შემთხვე¬ვაში რეაქციის ოპტიმალური პირობები არის: კატალიზატორი პოლიფოსფორმჟავა, ტემპერატურა 80–850C, ხოლო 3,8–დიფორმილ–1H,6H-ინდოლო[7,6-g]ინდოლისთვის – ფოსფორის ქლორჟანგი , 105-1100C.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com