ka | en
Company Slogan TODO

ინდოლოინდოლისა და ბენზოპიროლოინდოლის ბენზიმიდაზოლილნაწარმების სინთეზი

ავტორი: თამარ შონია
თანაავტორები: შ. სამსონია, მ. ტრაპაიძე
საკვანძო სიტყვები: ბენზიმიდაზოლი, ბენზოპიროლოინდოლი, ინდოლოინდოლი, კონდენსაცია, ციკლიზაცია.
ანოტაცია:

წარმოდგენილი სამაგისტრო ნაშრომი ეძღვნება ახალი პოლიციკლური ჰე¬ტე¬რო¬ციკ¬ლური ნაერთების ბენზიმიდაზოლილბენზოპიროლოინდოლისა და ბენ¬ზიმიდა¬ზო¬ლილინ¬დო-ლოინდოლის სინთეზს. განხორციელებულია ძირითადი საკვანძო ნაერთების ბენ-ზო[e]პიროლო[3,2-g]ინდოლის დიკარბონმჟავისა და ინდოლო[7,6-g]ინდოლის მონო– და დი–ფორ¬მილნაწარმების სინთეზი. ჩატარებულია ბენზო[e]პიროლო[3,2-g]ინდოლის დიკარბონმჟავის კონდენსაციის რეაქ¬ცია ო–ფენილენდიამინთან პოლიფოსფორმჟავასა და POCl3-ში. კონდენსაციისა და ერთ-დროუ¬ლი ციკლიზაციის შედეგად მიღებული პროდუქტისათვის მოწოდებულია სავარაუდო 2,9–ბის(იმიდაზოლ–2ილ)ბენზო[e]პიროლო[3,2-g]ინდოლის სტრუქტურა. განხორციელებულია 3–ფორმილ–1H,6H-ინდოლო[7,6-g]ინდოლისა და 3,8–დი¬ფორ-მილ–1H,6H-ინდოლო[7,6-g]ინდოლის კონდენსაციისა და ერთდროული ციკლიზაციის რეაქ¬ციე¬ბი ო–ფენილენდიამინთან პოლიფოსფორმჟავაში, ყინულოვან ძმარმჟავასა და POCl3-ში. შე¬დეგად მიღებულია შესაბამისად 3(ბენზიმიდაზოლ-2-ილ)–1H,6H-ინდოლო[7,6-g]ინდოლი და 3,8-ბის(ბენზიმიდაზოლ-2-ილ)-1H,6Hინდოლო[7,6-g]ინდოლი. ნაშრომში წარმოდგენილია ადრე თ. შონიას მიერ სინთეზირებული ბის–სპირო ნაერ-თის– ბის–(6–ბრომ–2–ქრომენ–2–სპირო)–1’,1’,3’,8’,10’,10’–ჰექსამეთილინდოლინო[4,5–e]ინ-დო¬ლი¬ნის პროტონულ–მაგნიტური რეზონანსის სპექტრი და მას–სპექტრი, რის საფუძველზეც დასტურდება ამ ნაერ¬თისათვის მოწოდებული სიმეტრიული სტრუქტურა. სინთეზირებული ნაერთებისათვის გადაღებულია ინფრა წითელი, ულტრა იისფერი.პროტონულ – მაგნიტური რეზონანსის სპექტრები, რომლებიც არ ეწი-ნააღმდეგებიან წარმოდგენილ სტრუქტურებს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com