ka | en
Company Slogan TODO

საქართველოში წარმოებული და იმპორტული სიმინდის სათესი მასალის შემოწმება გენმოდიფიცირებაზე

ავტორი: ზურაბ ქუჩუკაშვილი
თანაავტორები: ქეთი ხახვიაშვილი
საკვანძო სიტყვები: გენმოდიფიცირებული ორგანიზმები; გმო; სიმინდი
ანოტაცია:

2014 წლამდე საქართველოში არ არსებობდა გენმოდიფიცირებული ორგანიზმების კონტროლის მექანიზმები და არ ხდებოდა იმპორტული სათესლე მასალის შემოწმება გენმოდიფიცირებულობაზე. საქართველოში წლების განმავლობაში აკულტივირებდნენ და შესაბამისად ფართოდ არის გავრცელებული სიმინდის სხვადასხვა ჰიბრიდული ხაზები, მათ შორის მრავალი იყო იმპორტირებული, მაგრამ არასდროს მომხდარა აღნიშნული ჰიბრიდების შემოწმება გენმოდიფიცირებაზე. არადა ყოველწლიურად იზრდება გმო კულტურების ფართობი, 2014 წლისთვის მან 181 მილიონი ჰექტარს მიაღწიადა ხოლო გმო სიმინდი მსოფლიოში გავრცელების მიხედვით მეორე ადგილზეა. აქედან გამომდინარე დიდი ალბათობაა, რომ ჰიბრიდების მშობელი ხაზები აღმოჩნდეს გენმოდიფიცირებული. საბაკალავრო ნაშრომში მიზნად დავისახეთ საქართველოში წარმოებული სიმინდის ჰიბრიდული ხაზების და გავრცელებული სათესლე მასალის შემოწმება გენმოდიფიცირებულბაზე. 3 ჰიბრიდული თესლის ნიმუში ავიღეთ შპს „ლომთაგორა“-დან, რომელიც საქართველოში ჰიბრიდული სიმინდის სათესლე მასალის ერთადერთი მწარმოებელია, დამატებით ავიღეთ აგრალურ ბაზრზე გავრცელლლებული და გლეხურ მეურნეობებში წარმოებული სიმინდის 3 სხვადასხვა ნიმუში. გმო-ს დეტექციისთვის გამოვიყენეთ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდი. ნიმუშები შევამოწმეთ ხშირად გამოყენებული, გმო-მარკერების: P35S პრომოტორის და TNOS ტერმინატორის არსებობაზე. აღნიშნული 6 ნიმუშიდან არცერთმა არ მოგვცა დადებითი რეაქცია შერჩეულ გმო-მარკერებზე.


მიმაგრებული ფაილები:

საქართველოში წარმოებული და იმპორტული სიმინდის სათესი მასალის შემოწმება გენმოდიფიცირებაზე [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com