ავტორიზაცია
რეგიონული ეკოლოგიური პრობლემები და მოსახლეობის ცნობიერება (კახეთის მაგალითზე)
ავტორი: ზაქარია ნადირაძეთანაავტორები: შორენა ბალავაძე, ნინო ავსაჯანიშვილი
საკვანძო სიტყვები: ზაზა
ანოტაცია:
თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური, დემოგრაფიული თუ ეკოლოგიური პროცესების ფონზე, საქართველოს რეგიონული ეკოლოგიური პრობლემები და მოსახლეობის ცნობიერება აქტუალური კვლევის საგანია. ნაშრომის მთავარ მიზანი იყო შეგვესწავლა კახეთის რეგიონში არსებული გეოეკოლოგიური მდგომარეობა და შეგვეფასებინა მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების დონე. დაგვედგინა განსხვავდებოდა თუ არა ეკოშეხედულებები და ეკოლოგიური განათლების დონე სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ამიტომ გამოიყო ოთხი ასაკობრივი ჯგუფი: 12-დან -14 მდე, 15-დან 17-მდე, 45-წლამდე და 45 წლის ზემოთ. კვლევის კონკრეტულ ამოცანებს წარმოადგენს: • რეგიონის შვიდ მუნიციპალიტეტში (თელავი, ლაგოდეხი, გურჯაანი, სიღნაღი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო.) განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში გამოკითხვის ჩატარება წინასწარ მომზადებული კითხვარის მეშვეობით. • მიღებული მასალების საფუძველზე მოსახლეობის ცნობიერების დონის განსაზღვრა. • კითხვარისადმი და გარემოსადმი მოსახლეობის დამოკიდებულების დადგენა. აღნიშნულ სამაგისტრო ნაშრომში წარმოდგენილია კახეთის რეგიონში კვლევის პროცეში მოპოვებული მასალის დამუშავების შედეგები. კვლევა დაიგეგმა და განხორციელდა ლანდშაფტური დაგეგმარებისა და მისი ახალი მიმართულების, ლანდშაფტის მართვის მეთოდოლოგიური საფუძვლების გათვალისწინებით. საბოლოო ჯამში, რეგიონის მოსახლეობის გამოკითხვის შემდეგ დავამუშავეთ და გავაანალიზეთ ინფორმაცია. მონაცემების საფუძველზე შეიქმნა რუკები, ხოლო მათი ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა რეგიონში არსებული პრობლემატური საკითხები, რომლის გადაჭრის გზები მოცემულია დასკვნაში რეკომენდაციების სახით.