ავტორიზაცია
თბილისის სწრაფი კვების (საშაურმე) ქსელის მართვის ინფორმაციული სისტემა
ავტორი: არჩილ მჭედლიშვილითანაავტორები: არჩილ მჭედლიშვილი
ანოტაცია:
თანამედროვე ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, სწრაფი კვების ობიექტებს ხშირად ვსტუმრობთ. მართალია ყველამ ვიცით რომ ჯანმრთელობისთვის კარგ საქმეს არ ვაკეთებთ, მაგრამ დროისა თუ ფულის ეკონომიის მიზნით, მსგავს დაწესებულებებს ჩვენი ყურადღება არ აკლდება. სწრაფი კვების მენიუდან საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით შაურმა სარგებლობს, რომელიც ბოლო პერიუდში ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. შაურმა თურქული საკვებია და შეიცავს ხორცს (ღორის, საქონლის, ქათმის ან ცხვრის), პომიდორს, კეტჩუპს, მაიონეზს, ხახვს, წიწაკას, სალათის ფურცელს. ზოგიერთი სწრაფი კვების ობიექტი ამ ინგრედიენტებს ცვლის მაგრამ ძირითადად ასეთი სახით გვხვდება. ის პირველად საქართველოში 2007 წელს შემოვიდა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. დღესდღეისობით ქართველმა ხალხმა იმდენად აიტაცა შაურმა, რომ ბევრისთვის ერთი საშაურმით დაწყებული ბიზნესი რამოდენიმე ფილიალიან საშაუმის ქსელად გადაიქცა. თავიდან იმდენად არაორგანიზებული და მოუწესრიგებელი იყო სისტემა საშაურმეებში რომ შაურმის საყიდლად მოსულ მომხმარებელს 40-45 წუთიც კი უწევდა რიგში დგომა, მაგრამ შაურმის ყიდვის და ჭამის სურვილის გამო ამ დათმობაზე მიდიოდა რამაც განაპირობა მოკლე დროში მისი პოპულარობა ქართულ საზოგადოებაში. საქართველოში დღითიდღე მატულობს საშაურმეების რიცხვი, რაც ლოგიკურია რადგან ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად პროდუქტად შაურმა მოისაზრება ქართველ ხალხში.
მიმაგრებული ფაილები:
სამაგისტრო ნაშრომი [ka]