ავტორიზაცია
თანაბრადმტკიცე კონტურის მოძებნის ამოცანები.
ავტორი: კონსტანტინე დემურჩევითანაავტორები: დ. ცხონდია, ი.სუხიშვილი
საკვანძო სიტყვები: თანაბრადმტკიცე, კონტური, დრეკადობა, ძაბვა
ანოტაცია:
ანოტაცია შესწავლილია დრეკადობის ბრტყელი თეორიის ნაწილობრივ უცნობსაზღვრიანი ამოცანები (თანაბრადმტკიცე კონტურის მოძებნის ამოცანები). ხვრელის მქონე ფირფიტებში როგორც ფირფიტის რღვევის თვალსაზრისით, ასევე ხვრელის საზღვრის წერტილთა მახლობლობაში პლასტიკური ზონების წარმოქმნაში არსებით როლს თამაშობს ტანგენციალური-ნორმალური ძაბვები და ტანგენციალური-ნორმალური მომენტები, რომელთა მნიშვნელობებიც დამოკიდებულნი არიან გარეგანი დატვირთვებზე და ხვრელის ფორმაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრაქტიკამ დღის წესრიგში დააყენა შემდეგი ამოცანა: მოცემული გარეგანი დატვირთვის პირობებში, ფირფიტაში შეირჩეს ისეთი ფორმის ხვრელები, რომელთა საზღვარზე ტანგენციალური-ნორმალური ძაბვის მოდულის მაქსიმალური მნიშვნელობა იყოს ერთნაირი და მინიმალური იმავე სხეულში ყველა სხვა შესაძლო ხვრელებზე ამავე სიდიდეების მოდულით მაქსიმალურ მნიშვნელობებს შორის. მტკიცდება რომ, უსასრულო არეებისათვის ტანგენციალური-ნორმალური ძაბვის მაქსიმალური მნიშვნელობის მინიმუმი მიიღწევა ისეთ კონტურებზე, რომლებზედაც ეს სიდიდეები მუდმივ მნიშვნელობას ინარჩუნებენ. ასეთ კონტურებს უწოდებენ თანაბრადმტკიცე კონტურებს. ამ ამოცანების გადაწყვეტა უზრუნველყოფს ხვრელის საზღვარზე ძაბვების ოპტიმალურ განაწილებას ხვრელის საზღვრის ფორმის სათანადო შერჩევის გზით. კომპლექსური ანალიზის მეთოდების გამოყენებით განისაზღვრება თანაბრად მტკიცე კონტური და სხეულის დაძაბული მდგომარეობა. წარმოდგენილია რიცხვითი ანალიზი და აგებულია შესაბამისი გრაფიკები Java და Wolfram Mathematica -ს საშუალებით. პროექტი ითვალისწინებს ძალის ზეგავლენით სხეულის დეფორმაციის ასახვას ვირტუალურ სამყაროში და სერვისის შექმნას რომელიც მოგვაწვდის ინფორმაციას ამ მოვლენის მახასიათებლებზე და ასევე შედეგზე.
მიმაგრებული ფაილები:
თანაბრადმტკიცე კონტურის მოძებნის ამოცანები [ka]