ავტორიზაცია
სენსორული ტექნოლოგიები ადამიანი - კომპიუტერის ურთიერთქმედებაში
ავტორი: ანა დარჩიაშვილისაკვანძო სიტყვები: ადამიანი-კომპიუტერის ურთიერთქმედება, სენსორული ტექნოლოგიები, მობილური მოწყობილობები, ანდროიდი, სიმბოლოთა ოპტიკური ამოცნობა, მათემატიკა
ანოტაცია:
სამაგისტრო ნაშრომის მიზანია თანამედროვე სენსორული სისტემის კონკრეტულ ამოცანის გადაწყვეტა, კერძოდ ანდროიდ სისტემაში „OCR Math“ პროგრამის შექმნა. „OCR Math“ პროგრამა წარმოადგენს კამერას, რომლის გამოყენებითაც ადამიანს შეუძლია გამოიანგარიშოს მარტივი გამოსახულება. ის გაივლის შემდეგ ეტაპებს: თავდაპირველად კამერა დააფიქსირებს გამოსახულებას, შემდეგ პროგრამა ამოიცნობს სიმბოლოებს და ბოლოს მოხდება ამოცნობილი მაგალითის ამოხსნა. რაც მთავარია, ეს პროგრამა უნდა იყოს მარტივი და სასიამოვნო გამოსაყენებელი, რომელიც გამოსადეგი და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის. ამის მისაღწევად, პირველ რიგში, სამაგისტრო ნაშრომში განვიხილეთ ადამიანი-კომპიუტერის ურთიერთქმედების ყველაზე აქტუალური საკითხები და შევისწავლეთ ძირითადი მეთოდები. ასევე მიმოვიხილეთ მისი პრინციპები, ისტორია, სტრუქტურა, სისტემები, ტექნოლოგიები, მოდელები და ეფექტურობის კვლევა. ამის შემდეგ, განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ სენსორულ ტექნოლოგიებზე, რომელიც წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო მიმართულებას ადამიანი-კომპიუტერის ურთიერთქმედების სფეროში. დღეისათვის სენსორული ტექნოლოგიების გამოყენება იმდენად აქტუალურია, რომ პრაქტიკულად ყველა თანამედროვე ტექნოლოგია ეყრდნობა მის განვითარებას. ნაშრომში განხილულია მისი მნიშვნელობა, ტიპები, კომპონენტები, შედარებითი კვლევა, სენსორულ ეკრანებთან მუშაობა და მისი როლი ადამიანის ცხოვრებაში. ნაშრომი ხაზს უსვავს ძირითად პრინციპებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შემუშავებული პრინციპების და მიდგომების დაცვა და რაოდენ ძნელია მათი შესრულება. შემუშავებულ პროგრამაზე განხორციელდა განხილული თემების და მიდგომების პრაქტიკული მორგება. წარმოდგენილი საკითხები აქტუალური და მნიშვნელოვანია როგორც პროგრამირების სფეროში ჩართული ფართო აუდიტორიისთვის, რომლის მოცულობა დღითიდღე იზრდება, ასევე ჩვეულებრივი ადამიანებისათვის, რომლებიც ყოველდღიურად იყენებენ სენსორულ მოწყობილობებს.
მიმაგრებული ფაილები:
სენსორული ტექნოლოგიები ადამიანი - კომპიუტერის ურთიერთქმედებაში [ka]