ka | en
Company Slogan TODO

კომპიუტერის როლი ბავშვის განათლებაში

ავტორი: დალი ნაპირელი
საკვანძო სიტყვები: ოჯახი, ბიჭი, გოგო.
ანოტაცია:

თემაში განხილულია საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ეტაპები. საუბარია ინფორმაციული ტექნოლოგიების როლზე თანამედროვე საზოგადოებაში, კერძოდ, განათლების სისტემაში. ნაშრომში ასევე ჩამოყალიბებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების ინოვაციების დანერგვის პოლიტიკა და სტრატეგია სხვადასხვა ქვეყნებში, თუმცა აღნიშნულია ისიც, რომ მიუხედავად კომპიუტერული ტექნოლოგიების და ინტერნეტის ფენომენალური შესაძლებლობებისა, მათი გამოყენებით სწავლების ხარისხის ამაღლება ჯერ კიდევ მიუღწეველია ზოგიერთ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. ნაშრომში საუბარია საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის ეტაპებზე განათლების სისტემაში, ასვე, წარმოდგენილია კვლევის შედეგების მასალები, რომლებიც ჩატარდა მოსწავლის წიგნიერების დონის შესამოწმებლად (PIRLS – Progress in International Reading Literacy Study - ის მიერ ჩატარებული კვლევა) და კვლევა კერძო და საჯარო სკოლებში, მოსწავლეთა აკადემიური დონის დასადგენად, თუ რა როლს ასრულებს მათ სწავლებაში ინფორმაციული ტექნოლოგიები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com