ავტორიზაცია
ქიმიური პესტიციდების, მათ შორის მდგრადი ორგანული ნივთიერებების (Trans POPs) ნარჩენების გეოგრაფიული გავრცელება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნიადაგებში (კახეთის რეგიონის მაგალითზე)
ავტორი: სალომე ჩერქეზიაანოტაცია:
გარემოს დაცვის პრობლემური საკითხების გადაწყვეტა დაკავშირებულია ამა თუ იმ ქვეყნის სამეცნიერო, ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებთან. დღითი დღე გროვდება გარემოს ამა თუ იმ ობიექტში სულ უფრო მეტი გამაჭუჭყიანებელი ნივთიერება, რომელთა ნაწილი არ იღებს მონაწილეობას ბუნებრივ წრებრუნვაში და გროვდება ბიოსფეროში , რაც არასახარბიელო ეკოლოგიურ შედეგებს იწვევს.. თემაში აღწერილია ის საკითხები, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს. კახეთის რეგიონში და კერძოდ ლაგოდეხისა და ყვარლის რაიონებში ადრე გავრცელებული იყო მალარია, რამაც განაპირობა მის საწინააღმდეგოდ დდტ-ს გამოყენება. ასევე საბჭოთა დროში მთელი რესპუბლიკის მასშტაბით განფენილი იყო სხვადასხვა შხამ-ქიმიკატებისა და ქიმიური სასუქების შესანახი საწყობები. აღნიშნული საწყობები დღეს აღარ არსებობს. მის ადგილზე შემორჩენილია ნანგრევები, ზოგიერთ ადგილას ძველი შენობები გარემონტებული აქვთ და იყენებენ საცხოვრებლად საქონლის სადგომად, მარცვლეულის საწყობებად და სხვა. რაც შეეხება პესტიციდების ნარჩენებს, იგი მიმობნეულია გარშემო, გადარეცხილია ან ჩარეცხილია ნიადაგში ზედაპირული და სარწყავი წყლებით, ზოგიერთი ადგილიდან კი გატანილია იაღლუჯას სპეციალურ სამარხში. სხვა მრავალ პესტიციდთან ერთად გაბნეულია დდტ-ც, ძლიერმომწავლელი და მდგრადი ორგანული დამაბინძურებელი. მისი ნახევრად დაშლის პერიოდი 120 წელია, გარემოში გავრცელება კი მასშტაბურია. ამიტომ პესტიციდებით დაბინძურებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მთელს მსოფლიოში. ნაშრომში განხილულია ასევე დაბინძურებული გარემოს, მისი კომპონენეტების დაბინძურების პრევენციული ღონისძიებები.