ავტორიზაცია
პროფესიული კვალიფიკაციის განმსაზღვრელი სისტემა ინფორმაციულ ტექნოლოგიებში
ავტორი: ნუგზარი ჭანკვეტაძეთანაავტორები: ასლან გურბანოვი, ირინა კაზარიანი, ლელა გაიხარაშვილი, ქეთი ქუთათელაძე, ლაშა ქუთათელაძე, ანა ღოღობერიძე და სხვა.
საკვანძო სიტყვები: სტანდარტები, საკვალიფიკაციო, საერთაშორისო
ანოტაცია:
დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში შემუშავებულია საერთაშორისო სტანდარტები ნებისმიერი სამუშაოსათვის, სადაც არსებობს დამსაქმებლისა და დასასაქმებლის ცნება. ეს სტანდარტები მრავალწლიანი გამოცდილებისა და კვლევების მიხედვით არის ჩამოყალიბებული, ასევე გათვალისწინებელია შრომითი კოდექსი, რათა დაცული იყოს როგორც დამსაქმებლის, ასევე დასასაქმებლის უფლებები. პროექტის მიზანი არის სტანდარტების მიხედვით შეიქმნას პროფესიული კვალიფიკაციის განმსაზღვრელი სისტემა ინფორმაციულ ტექნოლოგიებში. სტანდარტული ინფორმაციული ტექნოლოგიების უნარები ადგენს მასწავლებლების, დამსაქმებლებისა და კორპორაციული ხელმძღვანელების საერთო ენას. დღევანდელი სამუშაო გამოწვევების ფონზე მნიშვნელოვანია მისი განვითარება, რათა ხელი შევუწყოთ სტუდენტების სწავლისა და დაქირავებული დასასაქმებლის ტრენინგისთვის აუცილებელი პირობების გაუმჯობესებას. ინფორმაციული ტექნოლოგიების პედაგოგები და HR ექსპერტები აცნობიერებენ, რომ ამ სტანდარტების, როგორც მთავარი იარაღის გამოყენება, ეფექტურად არის შესაძლებელი სასწავლო პროგრამის შედგენის, პროფილური სამუშაოების ჩატარების, თანამშრომელთა დაკომპლექტების, აკადემიური და პროფესიული სერთიფიცირების მიზნით.
მიმაგრებული ფაილები:
პროფესიული კვალიფიკაციის განმსაზღვრელი სისტემა ინფორმაციულ ტექნოლოგიებში [ka]