ka | en
Company Slogan TODO

იმერეთის რეგიონის ბუნებათსარგებლობა და ლანდშაფტების ტრანსფორმაცია

ავტორი: ბექა გოგბერაშვილი
ანოტაცია:

ბუნებრივი გარემოს რაციონალური გარდაქმნა გულისხმობს ადამინის მიერ მისი იერსახის ისეთ შეცვლას, როცა ადგილი აქვს ბუნების გაუმჯობესებას, კერძოდ პროდუქტიულობისა და მიმზიდველობის ამაღლებას, ბუნებრივი პირობებისა და რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენებას, მავნე ბუნებრივი პროცესების მინიმიზაციას და ადამიანთა საზოგადოებისთვის ცხოვრების ოპტიმალური პირობების შექმნას. ამჟამად ნებისმიერი ქვეყნის მეურნეობის წინაშე დგას მწვავე ცხოვრებისული პრობლემა - ბანუნებრივი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებისა. განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა ეს პრობლემა მთიან რეგიონებში, საცად ადამინს სამეურნეო საქმიანობა საკმაოდ მძიმე პირობებში უხდება . ეს კი თავისთავად გასაზღვრავს ბუნების როგორც ცალკეული კომპონენტის, ისე მთლიანად ბუნებრივ-ტერიოტრიული კომპლექსების სახეცვლილებას და წარმოქმნის ანთროპგენური ლანდშაფტების სხვადასხვა მოდიფიკაციას, რომელთა ფორმირების, დაცვისა და აღდგენის პროცესების შესწავლა თანამედროვე კონსტრუქციული გეოგრაფიიის, კერძოდ ფიზიკური გეოგრაფიის ერთ-ერთი აქტუალური ამოცანაა. სამაგისტრო ნაშრომში სწორედ ეს აქტუალური საკითხებია განხილული. კერძოდ, პირველ თავში მოცემულია იმერეთის მხარის გარემოს ტრანსფორმაციისა და ბუნებრივი რისკ-ფაქტორების ანალიზი, მეორე თავში განიხილება იმერთის მხარის ბუნებრივ-ანთროპოგენური და ანთროპოგენური ლანდშაფტების მოდიფიკაციების ჩამოყალიბების საკითხები, გარემოს ანთროპოგენიზაციის ძირითადი ეტაპების მიხედვით ასევე ყურადღებაა გამახვილებული იმერთის მხარის ლოკალურ ექსტრემალურ-ეკოლოგიური უბნების (ტყიბული- თერჯოლის ქვე რაიონი, ჭიათურა-საჩხერის ქვერაიონი) ბუნებათსარგებლობისა და მასთან დაკავშირებული ლანდშაფტების ტრანსფორმაციის პრობლემებისადმი და ბოლოს, იმერეთის ლანშაფტების გარემოს შესაძლო რეგურირებისა და გარემოს ოპტიმიზაციის საკითხები. აღნიშნული საკითხების ანალიზისა და სინთეზის შედეგად დადგინდა, რომ ბუნებრივი პირობების რეგიონულ -ზონალური თავისებურებების, ანთროპოგენული ზემოქმედების ხარისხისა და ხასიათის, თანამდეროვე ლანდშაფტების ეკოლოგიური მდგომარეობის მიხედვით, საკვლევ რეგიონში გამოყოფილ იქნა ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების ოთხი კატეგორია, რომლებიც გამოირჩევიან თანემედროვე ფიზიკურ-გეოგრაფიული პროცესების (მეწყერები, ზვავები, ღვარცოფები და სხვა.) გააქტიურებით, აღდგენის დიდი სისწრაფით, გრუნტის მაღალი ტოქსიკურობით (განსაკუთრებით ჭიათურის ზონის ტერიკონებზე ) და ეკოლოგიური ფატორების დაძაბულობით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com