ავტორიზაცია
ვებ გვერდის პროგრამული ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის
ავტორი: ნინო სუხაშვილიანოტაცია:
სამაგისტრო ნაშრომი შეეხება დღეისათვის ვებ სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალური საკითხს, ვებ გვერდის ძიების ოპტიმიზაციას. ნაშრომში წარმოდგენილია ძიების ოპტიმიზაციის ყველა ძირითადი საფეხური და შესაბამისი პრაქტიკული მაგალითი,რომელიც საშუალებას გვაძლევს თვალსაჩინოდ წარმოვიდგინოთ თითოეული. საძიებო სისტემა არის ვებ სერვისი,რომლის დანიშნულებაც არის ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება.ძიება ხორციელდება მსოფლიოს ფართო ქსელში(WWW).მოძიებული ინფორმაცია ტიპების მიხედვით შეიძლება დაიყოს ვებ გვერდებად,სურათებად,ვიდეოებად და ა.შ. ვებ საიტების კატალოგური სისტემისგან განსხვავებით(კლიენტ-მხარე),რომელიც ადამიანის მიერ იმართება, საძიებო სისტემები ახორციელებენ ინფორმაციის მოძიებას და შემდგომში მათ რანჯირებას სხვადასხვა ალგორითმების მეშვეობით. ნაშრომი მოიცავს ორ ძირითად ეტაპს: ვებ გვერდის შექმნა და საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია ამ გვერდის მაგალითზე. განხილული იქნება თუ როგორ ხდება საიტის აგება და შემდეგ მისი საძიებო სისტემასთან დამეგობრება.
მიმაგრებული ფაილები:
ვებ გვერდის პროგრამული ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის [ka]