ავტორიზაცია
ნალექებით გამოწვეული მეწყერსაშიში რეგიონების გამოვლენა
ავტორი: მიხეილი გახუტელაშვილითანაავტორები: გ. ძოწენიძე, გ. ციცვიძე, გ. ბაცანაძე, ი. გოცირიძე, გ. არაბიძე, ჟ. დალაქიშვილი, გ. აბრამიშვილი, თ. კიკნაძე, ნ. ხელაია, შ. ანანიაშვილი, ი. ბაბაკიშვილი, თ. გოგუაძე, ლ. კაპანაძე, დ. გელაშვილი, რ. აკოფოვი,
საკვანძო სიტყვები: მეწყერი, მეწყერსაშიში ზონები, GIS, ნალექები
ანოტაცია:
ნაშრომში განხილულია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ეგზოდინამიკური პროცესის მეწყერის რისკის კლასიფიკაცია. მ.ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტთან მჭიდრო თანამშრომლობით, შეიქმნა პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის მეშვეობით მოხდება მეწყერსაშიში რუკის და უხვი ნალექების მონაცემების ანალიზის მეშვეობით საშიში ზონების შეფასება და გამოვლენა. როგორც მეწყერსაშიში რუკის შექმნისას ასევე განსაკუთრებით საშიში რეგიონების გამოყოფისთვის გამოყენებული ე.წ. ექსპერტის გამოცდილების მეთოდი. შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა შედგება ორ ხელსაწყოსგან: ცალკეულ აპლიკაციისგან (დაწერილი Java-ზე), რომლის მეშვეობით მოხდება მეწყერის ზონების კლასიფიკაცია მხოლოდ ტექსტურ ფორმატში და ჩაშენებული ArcMap-ში აპლიკაციისგან (დაწერილი C#-ზე), რომლის მეშვეობით მოხდება მეწყერის საშიში ზონების რუკის გენერირება. მიღებული შედეგი იქნა გამოყენებული გეოფიზიკის ინსტიტუტში მიმდინარე პროექტში „Pan-European and nation-wide landslide susceptibility assessment“. მეთოდი წარდგენილი იქნება ევროპის მეწყერსაშიშროების რუკის შემმუშავებელ ჯგუფთან და გამოიყენება ევროპის მეწყერსაშიშროების რუკის შექმნისას.
მიმაგრებული ფაილები:
ნალექებით გამოწვეული მეწყერსაშიში რეგიონების გამოვლენა [ka]